“ბარსელონას” კოლუმბიელი ცენტრალური მცველის, იერი მინას შეძენით კიდევ ერთი გუნდი დაინტერესდა. ამჯერად საქმე “მანჩესტერ იუნაიტედს” ეხება.
Sport, ფრანგულ RMC-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს 23 წლის უკანახაზელის თამაში მოსწონს და ინგლისელები მზად არიან კოლუმბიელისთვის იბრძოლონ.
ცნობილია, რომ მინას შეძენით “ევერტონი” და “ლიონი” არიან დაინტერესებულნი. “იუნაიტედი” საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლიონი” მზადაა ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მინას აგენტის თქმით, მისი კლიენტის პრიორიტეტი “ბარსელონაში” დარჩენაა, მაგრამ ის არც სხვა კლუბში გადასვლას გამორიცხავს.
რაკიტიჩი და მინა პოგბაში რო გავუცვალოთ არა?
ეს არ უნდა გაყიდონ,მაგრამ თუ მაინცდამიანც მოიმდომებენ პოგბა მოთხოვონ სანაცვლოდ, ფულიც დაამატონ და ეგაა
რატო არ ვიცი მაგრამ დამევასა ეს ბიჭი :დ იმენა კულეა, დარჩენა ურჩევნია ამხელა კონკურენციაში. ოდნავ ადრე რომ გადმოსულიყო ევროპაში კარგ შედეგზე იქნებოდა. რომელიმე ესპანურ გუნდში. ისე პრემიერ ლიგის მცველია ახლანდელი თამაშის ხარისხით. სტანდარტულების მხეცი. ბარსას ასეთი ნაკლებად გამოადგება და პასების სწავლა ამიტო გაუჭირდება. ზამენაზე ცვენთან არ გაჩერდება თორე როცა გოლის გატანა გვიჭირს და უამრავი კუთხურკ გვაქვს ასეთი კაცი დუბლს მაინც დადებს