ლონდონის ”არსენალის” კაპიტანი კმაყოფილი იყო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალურ შეხვედრაში თავის გუნდის თამაშით. ლონდონელები დამარცხდნენ, ანგარიშით 3:1.
ფაბრეგასმა თავის მხრივ გააკრიტიკა მატჩის მთავარი არბიტრი, რომელმაც მეორე ტაიმში მოედნიდან გააძევა რობინ ვან პერსი.
”ფეხბურთში ყოველთვის აქვს ადგილი ისეთ შემთხვევებს, რომლებიც შენს სასარგებლოდ მოქმედებენ. მაგრამ, პირიქითაც ხდება. მე ვთვლი, რომ დაუშვებელია ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება იმის გამო, რომ მან მსაჯის სასტვენის შემდეგ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით. გეთანხმებით, რომ ეს არ არის სწორი საქციელითვითონ ფეხბურთელის მხრიდან, თუმცა მოედნიდან გაძევება ძალიან მკაცრი სასჯელია. ჩვენ კარგად ჩავკეტეთ სივრცეები, თუმცა ”ბარსამ” შესანიშნავად ითამაშა და არ მოგვცა გოლის გატანის საშუალება. მე ვამაყობ ”არსენალის” თამაშით. რაც შემეხება პირადად მე, თამაში დაწყებიდან 15 წუთში ფეხში მწვავე ტკივილი ვიგრძენი და ჩემთვის მატჩი იმ მომენტში დასრულდა. ახლა კი წარმატებას ”ბარსელონას” ვუსურვებ.” – განაცხადა ლონდონის ”არსენალის” კაპიტანმა, ცესკ ფაბრეგასმა.

