გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალური შეხვედრა კატალონიის ”ბარსელონასა” და ლონდონის ”არსენალს” შორის. თამაში კატალონიელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1 დასრულდა. გოლები გაიტანეს ლეო მესიმ (2), ჩავი ერნანდესმა (1) და სერხიო ბუსკეტსმა (ავტოგოლი). თამაშის სტატისტიკა შთამბეჭდავია. ”მეთოფეებს” კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაუტყავთ:
გოლები: 3-1
დარტყმები (კარის მიმართულებით): 19(10) – 0 (0)
სეივები: 0 – 7
კუთხურები: 5 – 2
თამაშგარე: 8 – 4
დაფარული დისტანცია: 115.92 კმ – 111.14 კმ.
გადაცემები: 724 (84%) – 199 (59%)
ბურთის ფლობა: 69% – 31%
თამაშის წესის დარღვევა: 8 – 19
ყვითელი ბარათები: 0 – 5
წითელი ბარათები: 0 – 1



