workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”არსენალი. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა”–”არსენალი. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ შემდგარი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ (“ბარსელონა” 3:1 “არსენალი”) ფეხბურთელებმა გააკეთეს კომენტარები და გამოთქვეს თავიანთი აზრი.
 

 

ადრიანო კორეია
“ძალიან ბედნიერი ვარ ასეთ ბრწყინვალე მატჩში რომ მივიღე მონაწილეობა, თუმცა უფრო ბედნიერი ვარ შემდეგ ეტაპზე გასვლით. ჩვენ უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა, ამავდროულად მოწინააღმდეგე საერთოდ ვერ ახერხებდა ბურთის ხელში ჩაგდებას. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიგეთ.”
 

 

ერიკ აბიდალი
“გავედით შემდეგ ეტაპზე და ამით ძალიან გახარებული ვარ. ახლა დიდი სიამოვნებით ვუყურებ თუ როგორ გააგდებს “ლიონი” “რეალს” ტურნირიდან. ვან პერსის გაძევება? რა თქმა უნდა 10 ფეხბურთელთან თამაში უფრო ადვილია ვიდრე 11–თან. ძალიან ვწუხვარ ყველაფერი ასე რომ მოხდა, მაგრამ წესი წესია და პატივი უნდა ვცეთ. მსაჯს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან რობინი ამას იმსახურებდა. საბოლოო ჯამში რთული თამაში გამოდგა; გაშვებული გოლის შემდეგ შევძელით და დავიწყეთ ჩვენი ჩვეული ფეხბურთი. ერთი სული გვაქვს გავიგოთ ვინ იქნება 1/4 ფინალში “ბარსელონას” მოწინააღმდეგე. მე “ლიონი” მგონია.”
 

 

ფრანსესკ ფაბრეგასი
“არც თუ ისე ხშირად შეგიძლია ნახო ფეხბურთელი, რომელსაც სასტვენის შემდეგ ბურთის დარტყმისთვის აძევებენ. მსაჯის ასეთმა გადაწყვეტილებამ შეხვედრის საბოლოო ანგარიშზე იმოქმედა. ვან პერსის გარეშე დარჩენის შემდეგ შევეცადეთ ფრე შეგვენარჩუნებინა, თუმცა ვერ მოვახერხეთ. ვამაყობ ჩვენი ბიჭებით. კარგად ვითამაშეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ბოლოს შანსიც კი გვქონდა ანგარიში 3:2 დაგვეფიქსირებინა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ახლა რა თქმა უნდა მინდა “ბარსელონამ” რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში