სპორტული სტატისტიკის მწარმოებელმა ცნობილმა ვებგვერდმა, WhoScored.com-მა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
ეს საიტი, თითოეულ მატჩში ფეხბურთელის არაერთ მონაცემემს აგროვებს და საბოლოოდ მათ ქულებს უწერს. სიმბოლური გუნდი კი საშუალო ქულების მიხედვითაა შედგენილი.
საინტერესოა, რომ სიმბოლურ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების არცერთი ფეხბურთელი არ მოხვდა. “ბარსელონადან” კი თერთმეტეულში იერი მინა შევიდა, რომელმაც სამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
WhoScored-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
კასპერ შმეიხელი (დანია); მარიო ფერნანდესი (რუსეთი), იერი მინა (კოლუმბია), ანდრეას გრანქვისტი (შვედეთი), მარსელო (ბრაზილია); კირენ ტრიპიერი (ინგლისი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), კევინ დე ბრუინი (ბელგია), ნეიმარი (ბრაზილია); ჰარი კეინი (ინგლისი), ედენ აზარი (ბელგია).
ყველაზე მეტი ქულა კი ედენ აზარმა მიიღო – საშუალოდ 8.5. მეორე ადგილზე, 8.4 ქულით, იერი მინა გავიდა.
კურტუა
ტრიპიერი გრანკვისტი უმტიტი მარსელო
მოდრიჩი კანტე კოუტინიო
მბაპე ლუკაკუ აზარი.
უმტიტიმ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, სხვათა შორის ფინალშიც.
დავიჯერო უმტიტიმ გრანქვისტზე უკეთ არ ითამაშა? :/