კატალონიის “ბარსელონას” თავადამსხმელ პედრო როდრიგესს ეჭვი არ ეპარება, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ შეხვედრაში მისი გუნდი იმარჯვებს. ესპანელი “არსენალს” “ნოუ–კამპზე” “ჯოჯოხეთს ჰპირდება”.
“პირველი მარცხი ჩვენმა გულშემატკივრებმა კარგ შედეგად ჩათვალეს, რადგან მოწინააღმდეგის მოედანზე 2:1 წესით მართლაც კარგია, თუმცა ფეხბურთელებისთვის ეს ასე არაა. ახლა პირადად ლამისაა გავგიჟდე. როდესაც დავმარცხდით ვვოცნებობდი მალე დადგომილიყო 8 მარტი, რათა მოგვცემოდა კიდევ ერთი შანსი მოწინააღმდეგის დაჩოქებისა და შემდეგ რაუნდში გასვლისა. ლონდონში პირველი ტაიმი მთლიანად ჩვენი იყო. ბევრი მომენტი შევქმენით და ერთიც რომ გაგვეტანა შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად განვითარდებოდა. ჩემი აზრით მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა… “ნოუ–კამპზე” მოწინააღმდეგე კონტრშეტევებზე ააგებს თამაშს, მაგრამ მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “არსენალს” მთელი 90 წუთის მანძილზე ჩაკეტავს მათივე მოედნის ნახევარზე და ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ მისცემს. ჩვენ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ახლა ანგარიშში უპირატესობა “მეთოფეებს” აქვთ, მაგრამ ხვალ თამაშის დაწყებიდან საათ–ნახევრის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. წინა წელს მეტოქე გავანადგურეთ და ახლაც იგივეს ვიზამთ. საკუთარ კედლებში “ბლაუგრანა” სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებს.” –განაცხადა პედრომ.



