ესპანური “ბარსელონას” ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეთსმა თავისი აზრი გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალურ მატჩზე, სადაც ერთმანეთს “ნოუ–კამპზე” “ბარსა” და “არსენალი” დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ლონდონში მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
“ეს მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მთავარია ეს შეხვედრა “ნოუ–კამპზე” იმართება და გულშემატკივრები თავებს არ დაზოგავენ; მათი დახმარება ნამდვილად გვჭირდება. “არსენალი” ძლიერი გუნდია. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ კონტრშეტევებზე. “მეთოფეთა” რიგებში გამოვყოფდი ჯეკ უილშერს. ის ახალგაზრდა მოთამაშეა უდიდესი მომავალით. მან უკვე მოახერხა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება და ცესკ ფაბრეგასთან და სამირ ნასრისთან შესანიშნავად აწყობს თამაშს. ამის მიუხედავად ჯეკს კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.” –ციტირებს ბუსკეთსის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.



