“ბარსელონა” “არსენალის” შემდეგ შეხვდა “ატლეტკს” და “სარაგოსას” სახლში, ხოლო “ვალენსიას” და “მალიორკას” გასვლაზე. “ატლეტკთან” მატჩში “ბარსელონამ” ლეო მესის გოლის წყალობით იმარჯვა 2:1, “მალიორკასთან” იმარჯვა გასვლაზე 3:0, “ვალენსიასთან” ასევე გასვლაზე ლეო მესის გოლის წყალობით 1:0, “სარაგოსასთან” კი სეიდუ კეიტას გოლის წყალობით 1:0.
სულ 12 შესაძლოდან 12 ქულა, 7 გატანილი ბურთი და მხოლოდ ერთი საკუთარ კარში მიღებული.
“არსენალმა” თავის მხრივ ფრედ დაასრულა ორი მატჩი. ერთი ინგლისის თასზე “ლეიტონთან” და “პრემიერ–ლიგაში” “სანდერლენდთან”. იმარჯვა “ლეიტონთან” განმეორებით შეხვედრაში 5:0, დამარცხდა “კარლინგის თასის” ფინალში 1:2, გადამწყვეტი გოლი “ბირმინგემიდან” მარტინსმა გაიტანა.
3 მოპოვებული ქულა, ინგლისის თასზე შემდეგ ეტაპზე გასვლა და “კარლინგის თასის” წაგება. 7 გატანილი ბურთი და 3 მიღებული საკუთარ კარში.



