მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იერი მინა, სავარაუდოდ, კარიერას “ბეტისში” გააგრძელებს

იერი მინა, სავარაუდოდ, კარიერას “ბეტისში” გააგრძელებს

El Desmarque-ზე დაყრდნობით კატალონიური Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსელონას” კოლუმბიელი მცველი, რომლის მოსალოდნელ ტრანსფერზე ბოლო დროს ბევრი იწერება, დიდი ალბათობით, კარიერას “რეალ ბეტისში” გააგრძელებს. 

“ბარსა” ზაფხულში მის პოზიციაზე მოთამაშე კლემან ლანგლეს დამატებას აპირებს, “გრემიოდან” არტურის გადმოსვლა კი, კლუბში ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე ფეხბურთელების რაოდენობის შეზღუდვის გამო, მინას წასვლას გამოიწვევს. 

სევილიელები “ბარსელონაში” მინას სიტუაციით სეზონის ბოლოს დაინტერესდნენ. შეთანხმების მიღწევის შანსს ის ფაქტიც ზრდის, რომ “ბეტისის” ვიცე პრეზიდენტ სერა ფერერს და პეპ სეგურას კარგი ურთიერთობა აქვთ. 

მინამ, რომელიც გუნდში სულ რამდენიმე თვის წინ, “პალმეირასიდან” მოვიდა, მხოლოდ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Lasha71
    schedule 25 ივნ 2018, 02:26

    ძაან ცუდი. არაა გასაშვები კაცი

  • Anastasia13
    schedule 24 ივნ 2018, 22:58

    Datovet raa, kargi zamenaa disappointed_relieved

  • SHOTAMESSI10
    schedule 24 ივნ 2018, 22:45

    მინამ პოლონეთს გაუტანა

  • Best Club: FC BARCELONA
    schedule 24 ივნ 2018, 22:42

    გოლლ რა გაიტანა მინამ smile

  • Culeline22
    schedule 24 ივნ 2018, 22:39

    მინა 😀

  • Arthur Melo
    schedule 24 ივნ 2018, 21:37

    რად გვინდოდა ეს ვაფშე?