workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრეს-კონფერენციას პეპ გვარდიოლა გამართავს

პრეს-კონფერენციას პეპ გვარდიოლა გამართავს

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ”ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს მწვავე ტკვილი აწუხებს წელის არეში, რის გამოც ის ჰოსპიტალში მოათავსეს. პეპი ამჟამადაც საავადმყოფოშია, თუმცა ნაშუადღევს ის დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას და სერხიო ბუსკეტსთან ერთად პრეს-კონფერენციას გამართავს.

გვარდიოლა საავადმყოფოში ”ვალენსიასთან” გამართული მატჩის შემდეგ მოათავსეს. გავრცელდა ხმები, რომ ექიმებმა პეპს მწვანე შუქი აუნთეს და ის სახლის პირობებში განაგრძობდა მკურნალობას, თუმცა ამაოდ. კატალონიელთა მენეჯერმა საავადმყოფო შაბათს, მხოლოდ 5 საათით დატოვა. ეს დრო მან ”კამპ ნოუზე” დაჰყო და თავისი შეგირდები სათადარიგოთა სკამიდან გაამხნევა.

დღეს ”ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრის წინ პრესას პეპ გვარდიოლა შეხვდება. ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა ვინ ავარჯიშებს გუნდს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში