კატალონიის ”ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი, დანი ალვესი თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ”არსენალი” არ უღალატებს თავის სათამაშო სტილს.
”საპასუხო მატჩში ”არსენალი” ისე ითამაშებს, როგორც ყოველთვის. ლონდონელები შეტევაზე იქნებიან ორიენტირებულები. ასე თამაშობენ ისინი ყოველთვის და მიმაჩნია, რომ სხვაგვარად თამაში მათ ვერ წარმოუდგენიათ. არამგონია, ”არსენალმა” იცოდეს ”სარაგოსას” სტილში თამაში.”
”შევეცდებით ჩვენთვის ჩვეული სტილით ვითამაშოთ და დავტკბეთ თამაშით. თუმცა, ”ბარსელონამ” აუცილებლად უნდა მიიღოს გაკვეთილი შარშან ”ინტერთან” გამართული მატჩიდან.” – განაცხადა ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედ-ფინალური შეხვედრაში კატალონიელები ლონდონელებთან დამარცხდნენ, ანგარიშით 2:1.



