Mastercard-მა გააუქმა აქცია, რომლის თანახმადაც, ლეო მესისა და ნეიმარის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილ თითოეულ გოლზე კომპანია 10 000 ღარიბ ბავშვს საკვებით უზრუნველყოფდა.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ, კომპანია ბევრმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ Mastercard ღარიბ ბავშვებს საკვებით მხოლოდ მესისა და ნეიმარის გოლებზე უზრუნველყოფს და არა ნებისმიერ გოლზე.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ აქცია შეცვალეს და გადაწყვიტეს, საკვები პირდაპირ მილიონი ბავშვისთვის გამოყონ. ეს მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილ 100 გოლს უდრის, რასაც, მესი და ნეიმარი, ბუნებრივია, ვერ გასწვდებოდნენ.
სად პოულობენ ასეთ სტატიებს. ეს სერიოზული ბანკია, რომელის მილიარდებს ატრიალებს და ვერ განსაზღვრა თავიდანვე, რა სტრატეგია აეღო? ვის ჯერა ამ სისულელეების
ყოჩაღ მასტერქარდს.
მსგავსი აქციები სხვა დიდმა წარმოებაც რომ მოაწყოს მსოფლიო უკეთესი გახდება