სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლონდონის “არსენალის” მორიგი მატჩი ინგლისის “პრემიერ – ლიგაში”, “მეთოფეები” “სანდერლენდს” დაუპირისპირდნენ საკუთარ მოედანზე, მაგრამ გამარჯვება ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ “ჩემპიონთა ლიგაზე” “ბარსელონას” კონკუნრეტი, სწორედ “არსენალია” და ეს მატჩი არსენ ვენგერის შეგირდებისათვის იყო უკანასკნელი “კამპ ნოუს” მატჩამდე.
ლონდონელებს აკლდათ 3 ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთლი თეო ვოლკოტი, ცესკ ფაბრეგასი და რობინ ვან პერსი. ამ სამი ლიდერის გარეშე “არსენალის” ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს გამარჯვება. ვენგერმა და მისმა გუნდმა ბრწყინვალე შანსი გაუშა იმისა, რომ “მანჩესტერთან” ქულათა სხვაობა შეემცირებინა მინიმალურამდე, ახლა კი სხვაობა 3 ქულაა.
“არსენალის” ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ, “სანდერლენდსაც” ჰქონდა გამონათებები შეტევაში, მაგალითად პირველი ტაიმის შუაში და მეორე ტაიმის დასასრულს, როდესაც შესნიმ ორჯერ გადაარჩინა საკუთარი კარი. რაც შეეხება “მეთოფეებს”, იგივე ბენდტნერმა, იგივე ნასრიმ, იგივე შამახმა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ დღეს “სანდერლენდის” კარში ბურთს შესვლა არ უნდოდა, მაგრამ ნუ დავუკარგავთ მინოლეტსაც, “სანდერლენდის” კიპერმა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. როდესაც ბურთს კარში შესვლა არ სურს, ამ შემთხვევაში შენ უძლური ხარ …
არ დაგავიწყდეთ, რომ “ბარსელონას” მომავალი მეტოქე არის “არსენალი”, სწორედ ამიტომ დაიწერა ეს სტატია ჩვენს საიტზე.



