მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

   2017-18 წლების სეზონი “ბარსელონასთვის” შერეული ემოციების სეზონი იყო. იმის პარალელურად, რომ ჩვენ ყოველთვის ფავორიტები ვართ ლა ლიგაში (მესი ყველა კომპონენტში პირველ ადგილზე გავიდა და ფაქტიურიად ეს ჩემპიონატი მისია), ჩვენმა საშინელმა შემადგენლობამ, განსაკუთრებით ნახევარდაცვამ ჩემპიონთა ლიგაზე საქმე დასაცინად გაგვიხადა. 

   ჩვენ არ შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ბუსკეტსით,(რომელსაც შემცვლელი არ ყავს და არასოდეს ისვენებს), რაკიტიჩით (რომელიც არ არის კრეატიული) და პაულინიო, რომელიც დენის სუარესს წუთებს ართმევს. კოუტინიო უფრო ფორვარდად ჩამოყალიბდა და მას ბევრი აკლია, რომ ინიესტას შემცვლელი გახდეს. 

   2017 წელს “ბარსელონას” ხელმძღვანელობას უნდა გაეღვიძა და ინვესტიცია ნახევარდაცვაში განეხორციელებინა, რომ ვყოფილიყავით მსოფლიოში საუკეთესო კიდევ ერთხელ. 

   2012 წლის შემდეგ მათ გაიფორმეს სონგი, რაკიტიჩი, დენის სუარესი, ანდრე გომესი, არდა თურანი, და პაულინიო, რომ ჩაენაცვლებინათ ჩავი, ტიაგო (რომელიც გუნდიდან ფულის გამო გაუშვეს) და ახლა ინიესტა… ახლა მეორე შანსი გვაქვს დავხარჯოთ ნახევარმცველებზე, რომლებიც საკმარისად კარგები არიან იმისთვის, რომ ითამაშონ მაღალ დონეზე. 

   სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაზეც ჩვენი ხელმძღვანელობა ფიქრობს. მათ სურთ გაიფორმოთ გრიზმანი და ლანგლე. იმისათვის, რომ სხვანაირად შევხედოთ ჩვენს შემადგენლობას, საჭიროა განხილვა. მაშ ასე: 

მეკარე – პრობლემა მოხსნილია 

მარკ ანდრე ტერ-შტეგენი ამ სეზონში უნაკლო იყო. მან გაიბრწყინა ბოლო სეზონში და ამოტომ ის პირველი შემადგენლობის მეკარე წლების განმავლობაში იქნება. 

იასპერ სილესენი შესანიშნავი შემცვლელია, რომელსაც უნაკლო თამაშები ჰქონდა თასზე და ამიტომ მას მაინც აკვირდებიან “ბაიერნი” და “ლივერპული”. 

თუ “ბაიერნს” მოუნდება სილესენი, ჩვენ შეგვიძლია ტიაგო ალკანტარას ტრანსფერთან დაკავშირებით რამოდენიმე ვარიანტი გამოვნახოთ. 

დაცვა – მოვაშოროთ მკვდარი სულები და გავიფორმოთ ახალგაზრდა მცველები

მარჯვენა მცველები – სერხი რობერტო, სემედო, ალეიშ ვიდალი 

სერხი რობერტო ჩამოყალიბდა სასტარტო მარჯვენა მცველად. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტი გოლი სწორედ მისი მხრიდან გავიდა. მისი განვითარება დასრულდა, თუ მას ნახევარდაცვაში არ გადაიყვანენ. 

ალეიშ ვიდალი უნდა წავიდეს. ვალვერდე მას არ ენდობა და სათადარიგოთა სკამზეც ძლივს ვხედავთ ხოლმე. განსაკუთრებით 2018 წელს. მისი გაყიდვა 10-12 მილიონად შესაძლებელია. 

სემედო აქვს პოტენციალი, რომ გაუწიოს კონკურენცია რობერტოს, ყოველი შემთხვევისთვის როტაციისთვის საუკეთესო ვარიანტია. მისი შეცდომა, რომელმაც “რომას” მესამე გოლადდ დაგვიჯდა, ყველას ახსოვს, მაგრამ მთელი გუნდი არეული იყო და ეს თავიდან ბოლომდე მისი შეცდომა არ ყოფილა. 

რობერტო + სემედო მარჯვენა მცველად

ცენტრალური მცველები – პიკე, უმტიტი, ვერმალენი და მინა

პიკე-უმტიტი ჩვენი სასტარტო წყვილი იქნება სულ ცოტა 4-5 წლის განმავლობაში, როცა პიკე დაასრულებს კარიერას. უმტიტი ტრავმის შემდეგ თებერვალი/მარტში ისეთ მაღალ დონეზე აღარ იყო, მაგრამ ბოლო რამოდენიმე მატჩი ის უნაკლოდ თამაშობდა. 

ვერმალენი უნდა წავიდეს. ის ტაქტიკურად და ტექნიკურად ნიჭიერია და რამოდენიმე მატჩი მან კარგად ჩაატარა, მაგრამ მისი ასაკი და ტრავმიანობა ნიშნავს, რომ მას არ უნდა ენდო. ის უნდა წავიდეს, თუ ფულს ვერ გამოვიმუშავებთ მაინც.  

მინა დუგლასის დონის ტრანსფერია. მას საერთოდ არ აქვს ტაქტიკური თამაშის ნიჭი, ის ზონებს ტოვებს როგორც “პროტაგონისტი” და ვერ ართმევს თავს. მისი ნაკლოვანებები “ლევანტესთან” მატჩში გამოჩნდა, სადაც მინიმუმ სამი გოლი სწორედ მისი ბრალი იყო. 

ასევე ფაქტია, რომ ამდენი გოლი “ბარსელონას” 2003 წლის შემდეგ არ გაუშვია. ნათელია, რომ ის უნდა წავიდეს. მისთვის დროის მიცემა არაფერს შეცვლის. იგი მაღალი, მაგრამ მოუქნელად უნიჭო ფეხბურთელია და ვერასოდეს იქნება მსოფლიო კლასის ფეხბურთელი, როგორც ვერ იქნებიან დუგლასი, მატიე, სონგი, არდა და გომესი. 

გავყიდოთ ვერმალენი და მინა 

გავიფორმოთ ვინმე მაგალითად ლანგლე (რომელსაც სავარაუდოდ მალე გავიფორმებთ) ან ლე ლიგტი. 

ალტერნატივა: დავაბრუნოთ მარლონი და თანხა შევინახოთ ნახევარდაცვისთვის 

[media=https://youtu.be/NQMPKJy7IeY]

[media=https://www.youtube.com/watch?v=j8tBOZ_Nk7I&feature=youtu.be]

მარცხენა მცველები: ალბა და დინიე 

ალბას ჰქონდა შესანიშნავი სეზონი, რომელმაც ბევრი ასისტი გააკეთა და დაცვაშიც შესანიშავად თამაშობდა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება შემცვლელი/კონკურენტი, რომელიც წელს ხორდის არ ჰყოლია. 

დინიე უნდა წავიდეს. ის თავმდაბალი ადამიანია, რომელიც ცდილობს საუკეთესოს, მაგრამ “ბარსელონას” დონის მაინც არ არის. სწორედ ამიტომ ვალვერდე მას არ ენდობა. 

გავყიდოთ დინიე და დავაწინაუროთ კუკურელია 

[media=https://www.youtube.com/watch?v=JsBWNX9UoAc&feature=youtu.be]

ნახევარდაცვა – გვჭირდება სრული რეკონსტრუქცია 

საყრდენი ნახევარმცველი: სერხიო ბუსკეტსი 

თითქმის 10 წელია სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” სასტარტო საყრდენი ნახევარმცველია. ის იშვიათად ისვენებს და სერიოზული კონკურენტიც არ ჰყავს. წინა სეზონში, როდესაც სერხიო დაიმტვრა, ლუჩომ მასკერანო დააყენა მის ადგილას და მატიე ცენტრში… 3-0. 

წელსაც ზუსტად იგივე რამ მოხდა. ბუსკეტსი არ იყო ფორმაში და “რომასთან” ისევ… 3-0. 

იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგა ისევ მოვიგოთ, ჩვენ გვჭირდება ვინმე ვინც შეეჯიბრება/შეცვლის ბუსკეტსს. 

უნდა გავიფორმოთ არტური ან იულიან ვაიგლი. 

[media=https://www.youtube.com/watch?v=tryBmFQjVCQ&feature=youtu.be]

ცენტრალური ნახევარმცველები: რაკიტიჩი, რაფინია, დენისი, არდა, გომესი, პაულინიო 

ინიესტა წავიდა. ის საფეხბურთო ლეგენდაა და მისი ჩანაცვლება რთულია, მაგრამ შესაძლებელია ამ ყველაფრის რამოდენიმე ფეხბურთელით გაკეთება. ასევე არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ერთდროულად გააჩნიათ ბურთის ფლობა, გრძელი და მოკლე პასები, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და რაც მთავარია წნეხის ქვეშ სიმშვიდის შენარჩუნება. ტიაგო, პიანიჩი და ერიკსენი სამივეს შეუძლია ასე თამაში. 

რაკიტიჩი არ არის კრეატიული და ვერ ახდენს თამაშის გარდატეხას. მისი გაყიდვით შემოსული თანხით შესაძლებელი გახდება მსოფლიო დონის ნახევარმცველის ყიდვა, მაგრამ ეს არ მოხდება. 

ვალვერდე მას ენდობა და მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა პროფილის ფეხბურთელი გვჭირდება მის ადგილას, მას და სერხიო ბუსკეტსს ბურთის შენარჩუნება კარგად გამოსდით. სავარაუდოა, რომ რაკიტიჩი შემდეგ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში იქნება. 

რაფინია აღარ დაბრუნდება, ასე, რომ მისგან რაც შეიძლება მეტი ფული უნდა გამოვიმუშავოთ. ის არ არის მაკონტროლებელი ნახევარმცველი და ის შესანიშნავად ჩაეწერება პრემიერ ლიგის გუნდებში. ასე, რომ მისი გაყიდვიდან შესაძლოა “ბარსელონამ” 25-30 მილიონი ევრო გამოიმუშავოს. 

დენის სუარესი ინტელიგენტი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მას შეუძლია დრიბლინგი და პატარა სივრცეების გამოყენება. მისი მოთმინება და ხედვა დღეს “ბარსელონას” ნახევარდაცვას ძალიან სჭირდება. თუ მას უფრო მეტი წუთები მიეცემა ვიდრე წელს, მას შეუძლია ნახევარდაცვაშიც და მარცხენა ფლანგზეც შესანიშნავად ასპარეზობა. 

არდა თურანის ტრანსფერი ყველაზე გაუგებარი ტრანსფერია ბოლო 20 წლის განმავლობაში. არც კი შევეცდები მისი ნაკლების აღწერას. ჩვენ ის უნდა მივყიდოთ იმას, ვინც მეტს გადაიხდის. 

გომესი არც არასოდეს არ უნდა გამხდარიყო “ბარსელონას” ფეხბურთელი. მან ამ კლუბში ორი სეზონი გაატარა და ფულის და წუთების ხარჯვის მეტი არაფერი გაუკეთებია. მისი წუთები შეიძლებოდა გამოგვეყენებინა დენისისთვის და ალენიასთვის. სულ რომ 20 მილიონად გაიყიდოს, ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა მოხდეს. 

პაულინიო პეპ სეგურას საოცნებო (და ყველა კულეს ვისაც მისი კუნთები მოსწონს) ტრანსფერია. მაგრამ ის მხოლოდ აკეთებს სამ მეტრიან პასებს და მხოლოდ უკან. ის ვერ უძლებს პრესინგს და არ იცავს კარგად (კუნთების არგუმენტი აქ არ მუშაობს). მას არასოდეს გაუკეთებია ვერტიკალური პასი, საუბარი ზედმეტია გრძელ პასებზე. ყოველი წამი, რომელსაც პაულინიო “ბარსელონაში” ატარებს უნდა ჩავთვალოთ კლუბის ღალატად. მსგავსი უკრეატივო ფეხბურთელები “ბლაუგრანას” ფერებს არ უნდა ატარებდნენ. 

მე მაინც მგონია, რომ წელს მას არ გაყიდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ზაფხულს ის ისევე გავა უკანა კარიდან, როგორც ანდრე გომესი გავა ამ ზაფხულს. 

გავყიდოთ არდა, რაფინია და გომესი 

გავიფორმოთ რომელიმე 2 ფეხბურთელი: ჟორჟინიო, ერიკსენი, პიანიჩი და ტიაგო. 

დავაწინაუროთ კარლეს ალენია. 

[media=https://youtu.be/pgFcIxzihTU]

[media=https://youtu.be/hU8qFcmJdz8]

[media=https://youtu.be/hXqYZgAbN5s]

[media=https://youtu.be/O0ZGKIuJsmU]

თავდასხმა: როგორ ვათამაშოთ კოუტინიო, მესი, სუარესი, გრიზმანი და დემბელე ერთად? 

ჩვენი შემტევი ტაქტიკა შემდეგ სეზონში იმაზეა დამოკიდებული რომელ წყობას აირჩევს ვალვერდე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში, 2017-18 სეზონზე ვიყენებდით 442-ს, იშვიათად 433-ს და 4231-იც გამოგვიყენებია ხოლმე. 

გრიზმანი საკმაოდ ახლოს არის “ბარსელონაში” გადმოსვლასთან. სანამ მის ხარისხებზე ვისაუბრებთ, ნათელია, რომ ის მოდის გუნდში როგორც მეორე ცენტრალური ფორვარდი და არა როგორც ფლანგის ფეხბურთელი. 

გრიზმანს ვინგერად “რეალ სოსიედადის” შემდეგ არ უთამაშია (5 წლის წინ). მას ყოველთვის ჰყავდა 9-იანი “ატლეტიკოში” ( მანჯუკიჩი, კოსტა, ტორესი, გამეირო). ანტუანი გახდა მსოფლიო დონის ფეხბურთელი საყრდენ ნახევარცმველებსა და მცველებს შორის თამაშით, როგორც მესიმ ცრუ ცხრიანის წლებში. 

ასე, რომ გრიზმანის მოსვლის შემთხვევაში გვრჩება ორი ვარიანტი, 442 და 4231. და მას შემდეგ რაც ხელმძღვანელობა არ აპირებს მაღალი დონის ნახევარმცველის მოყვანას, ეს არის რეალური ტაქტიკური წყობები. 

442, გრიზმანი და სუარესი წინ, ნიშნავს იმას, რომ ნახევარდაცვაში არიან ბუსკეტსი რაკიტიჩი კოუტინიო და მესი. 

თეორიაში ასეთი განლაგება ბევრ მატჩს მოიგებს, ჩვენ გვექნება წყობა, სადაც რაკიტიჩი ვერ შექმნის ვერაფერს და კოუტინიოს გამოვიყენებთ ნახევარცმველად, როცა ის შეტევაში ბევრად უფრო პროდუქტიულია. 

მესის დაყენება გრიზმანის და სუარესის უკან არის შესაძლებლობების ტყუილად ხარჯვა, რადგაც ლეო მათზე ბევრად უკეთესი გოლეადორია. ამასთან გუნდი იქნება დაუბალანსებელი. რაკიტიჩი ბუსკეტსის წყვილს უფრო მეტი საქმე გამოუჩნდება, დაცვა კი დამძიმდება განსაკუთრებით მარჯვენა მხარე.  

4231, სუარესი წინ და ბუსკეტსი-რაკიტიჩი, კოუტინიო მარცხენა ნახევარმცველად გრიზმანი სუარესის უკან და მესი მარჯვენა ფლანგზე. 

ამ წყობით გადავიქცევით 2011-2013 წლის ჟოზე მაურინიოს მადრიდის “რეალად”. მკვლელი წინა ხაზი გაანადგურებს თითქმის ყველა გუნდს, მაგრამ დაუბალანსებელი გუნდი წააგებს ნებისმიერ სწორად დალაგებულ გუნდთან. 

საუკეთესო დაცვა არ არის საყრდენი ნახევარმცველების დუეტი, უკან “ძლიერი” მცველებით. საუკეთესო დაცვა ბურთის ფლობაა, არ აქვს მნიშვნელობა პრესინგის სიმძლავრეს. მთავარია რთული სიტუაციიდან მარტივად გამოძვრე და კრეატიული ფეხბურთელებით მოიპოვო უპირატესობა შეტევაში მასე შემდეგ, რაც ბურთი ნახევარდაცვიდან ამოვა. 

და ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია 433 ტაქტიკით. 

თუ ჩვენ გავიფორმებთ მაღალი დონის ნახევარმცველს მაშინ ეს იქნება იდეალური შემადგენლობა. ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ტიაგო/პიანიჩი/ ერიკსენი, მესი, დემბელე და კოუტინიო. ბუსკეტსი და რაკიტიჩის სტაბილურობას დაემატება ტიაგოს კრეატიულობა. ეს არის საუკეთესო ნახევარდაცვა რისი ოცნებაც შეგვიძლია ვალვერდესა და ამ ხელმძღვანელობის ყოლისას. 

ეს წყობა მესის მისცემს საშუალებას დაიბრუნოს ცრუ ცხრიანის როლი და გამოიყენოს კოუტინიო მარცხენა ფლანგზე. ბრაზილიელი თამაშს გაშლის საშუალებას რაც უფრო მეტ სივრცეებს დატოვებს მესისთვის. იგივე შეუძლია გააკეთოს დემბელესაც. იგი შეუქმნის სივრცეებს მესის, მაგრამ ამ სივრცეების გამოყენება მასაც შეეძლება. უსმანს უყვარს და კარგადაც გამოსდის გარედან შიგნით შემოსვლა.

მაგრამ… სად იქნებიან სუარესი და გრიზმანი? სწორედ აქ მინდოდა რომ მოვსულიყავით. 

ყველა ის წყობა, რომელიც ჩამოვთვალე შესაძლებელია იმუშაოს, თუ ვერ გავიფორმებთ ნახევარმცველს. (რაც სავარაუდოდ ასე იქნება). 

რა არის გამოსავალი?

გრიზმანი არ არის ცხრიანი და არც არასდოეს ყოფილა. ის მეორე თავდამსხმელია, რომელსაც შეუძლია კლასიკური ცხრიანის, სუარესის უკან თამაში. 

ანტუანი იმისთვის არ მოვა, რომ ჩაანაცვლოს სუარესი. და მათ არ შუეძლიათ ითამაშონ 433 წყობის დროს. მხოლოდ 4231 442-ის შემთხვევაში. მესი და კოუტინიო ყველა შემთხვევაში ითამაშებენ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გუნდის სტაბილურობაზე, ნათელია, რომ ორივე ნახევარდაცვაში ითამაშებს და ამიტომ დაცვას უფრო მეტი საქმე გამოუჩნდება და მოწინააღმდეგესაც საქმე გაუმარტივდება. 

და უსმან დემბელე. 

ის ევროპაში ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია რომელსაც შეუძლია თამაში, პასის გაკეთება, დრიბლინგი, ორივე ფეხით დარტყმა და შეუძლია კლასიკურ ვინგერად თამაში, მაგრამ ის მაინც ვერ ხვდება 442 წყობაში. (სწორედ ამიტომ არ ენდობოდა ვალვერდე უსმანს). 

4231 შესანიშავია მისთვის, მაგრამ როგორც ვთქვით ამ შემთხვევაში გუნდი დაუბალანსებელი იქნება.

433 იქნება იდეალური მისთვის, მაგრამ სუარესი და გრიზმანი ამ წყობაში იკარგებიან. 

სწორედ ამიტომ, არ ენდობიან მას და არ აძლევენ საკმარის წუთებს. ვალვერდემ გადაწყვიტა უფრო მარტივი გზა. გაიფორმოს გრიზმანი რომელიც 442/4231 წყობაში შესანიშნავად ჯდება და თავიდან აიცილოს ნახევარმცველის გაფორმება. 

ეს ყველაფერი აჩვნებს იმას, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას არ აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა ვითამაშოთ, და ისინი სიამოვნებით მიაყენებენ ზიანს დემბელეს კარიერას, რომ ჩასვან გრიზმანი და გააბედნიერონ ვალვერდე, რომელსაც ნახევარმცველი კიდევ რამდენიმე წელი არ დასჭირდება. 

რა მოხდება? ეს არავინ იცის. 

არ არსებობს ფორმაცია, სადაც ამდენი შემტევი ფეხბურთელი ასე დაბალანსებულად ჩაჯდება. არც ის სიტუაცია წარმომიდგენია, რომ ეს ფეხბურთელები ერთმანეთს ჩაანაცვლო და ყველა ბედნიერი იყოს. 

ამასთან ერთად, ჩვენ არ გვყავს მწვრთნელი, რომელიც ტაქტიკურად ძლიერია და შეძლებს ყველაფერი აამუშაოს. ვალვერდე ლიმიტირებულია, ის მხოლოდ თავს გრძნობს თავდაჯერებულად და შეუძლია ცენტრალური ხაზი ძლიერად დატვირთოს. 

ფლანგების არგამოყენება და მოწინააღმდეგისთვის პასებისთვის სივრცის გათავისუფლება, სადაც მესი ამ შემთხვევაში მცველი გამოდის, უფრო მარტივია, რომ მიგვაჯაჭვონ საკუთარ კარებს. 

ერთ რამ ნათელია: თუ ვალვერდე/ხელმძღვანელობა დემბელეს გაყიდიან და ფოკუსირებას მოახდენენ 442/4231 წყობებზე, ჩვენ ვერ ვიქნებით ფავორიტი გუნდი რომელიმე ჩემპიონატში. ჩვენ შეიძლება ლა ლიგაც კი ვერ მოვიგოთ. ჩვენი შეტევა იქნება ცენტრში, ყველა გუნდი დაჩაგრავს ორ საყრდენ ნახევარმცველს და ექნება მარტივი “გამოსავალი” ფლანგებზე. 

ასე, რომ ეს ყველაფერი იმდენად არეულია, რომ გარკვევაც კი ჭირს. რაში გვჭირდება გრიზმანი, ან რაში გვჭირდებოდა დემბელე, ან რატო გავიფორმეთ ამდენი შემტევი და არცერთ ნორმალური ნახევარმცველი? არავინ იცის ჩვენ მხოლოდ საუკეთესოს იმედი გვაქვს. 

მესიზე რაიმეს დაწერას არ დავიწყებ, როგორც წინა შემთხვევებშ მოხდა. საინტერესო იქნება მისი გრიზმანთან ერთად თამაში. ჩვენი წარმატების ამოხსნა იქნება ის, თუ როგორ განვალაგოთ სწორად ფეხბურთელები მის ირგვლივ. 

სუარესზეც იგივე შემიძლია ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონია მას კარგი სეზონი, მან მაინც მოახერხა და გაიტანა 33 გოლი, გააკეთა 14 ასისტი და შეინარჩუნა შესანიშნავი ტემპი იმისთვის, რომ შეესრულებინა შავი სამუშაო და შეექმნა სივრცეები მესისთვის. ის არის საუკეთესო ცხრიანი და მასზე უკეთესს ვერავის ვიპოვით. 

მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით ის შემდეგ ზაფხულში უნდა გაიყიდოს. იმიტომ, რომ ის მესის საუკეთესო მეგობარია, არაფერს ნიშნავს. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ყველა ჩემპიონატში თავის საუკეთესოს გააკეთებს. 

ალკასერი საერთოდ არ უნდა გადმოსულიყო “ბარსელონაში” ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია. მან გაიღო თავისი საუკეთესო როცა კი მისცეს შანსი. მაგრამ მისი გაყიდვა და სხვა ფეხბურთელებში ინვესტირება ბევრად უკეთესი ვარიანტია. 

კოუტინიო არის ფორვარდი. ის ფაქტი, რომ ბრაზილიელი “ლივერპულში” ნახევარმცველად თამაშობდა, არაფერს ნიშავს. “ბარსელონა” არის უნიკალური და მას სჭირდება უნიკალური ფეხბურთელები, რომლებიც ერთფეროვნები არ არიან. 

უბრალოდ შეხედეთ კოუტინიოს თამაშს: მას არ გაუვლია პრესეზონი და შემოგვიერთდა ზამთარში. მას არც უთამაშია ნახევარმცველად, ან ინიესტას ადგილას. 

ის ბურთს კარგად ინარჩუნებს და უძლებს პრესინგს, მაგრამ მისი კომბინაციები არ ყოფილა საუკეთესო. მას დიდი დრო სჭირდებოდა იმისთვის, რომ ალღო აეღო იმ წუთას გაკეთებული კომბინაციისთვის. 

მაგრამ როგორც ფორვარდი… ის დაფრინავს. კოუტინიო მონსტრია, რომელიც შემდეგ სეზონში 25+ გოლს გაიტანს და იქნება თამაშში ჩართული ბევრი სხვა რაღაცით. 

ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ის არის “ახალი ინიესტა” და რონალდინიოს პროფესნიონალური ვერსია. 

გავყიდოთ ალკასერი და სათადარიგოსთვის დავიბრუნოთ მუნირი. 

გრიზმანის საიტუაცია გაურკვეველია. 

[media=https://youtu.be/MISvAu7KMMI]

[media=https://youtu.be/mSgdJGAbDGI]

შეჯამება: 

საბოლოოდ, ნამდვილად არ ვიცით, ვის გაიფორმებენ და ვის გაყიდიან  გუნდიდან. შესაძლებელია, რომ არსებობს რაიმე კონკრეტული გარიგებები, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით და ეს არეულობა სწორედ ამის გამოწვეულია. არაფერი არ არის იდეალურად, მაგრამ ჩვენი კაპიტანი ლიონელ მესი თუ ჯანრთელად იქნება, მინიმუმ ლა ლიგის მოგების შესაძლებლობა მაინც გვექნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (10)

  • Guro messi
    schedule 31 მაი 2018, 19:15

    მჯერა 2018-2019წლების სეზონში კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ბარსას ვიხილავთ და ყველანი კარგად ითამაშებენ

  • mambito777
    schedule 30 მაი 2018, 17:43

    ძალიან კარგი სტატიაა. ახლა ეს ვინმემ გადათარგმნეთ და ბართომეუ-ვალვერდეს გადაუგზავნეთ რამენაირად, 🙂 ეგებ ამის შემდეგ მაინც ეშველოს რამე ბარსას და 3 ბურთიანი სხვაობის შემდეგ სამარცხვინოდ აღარ გამოვარდეს ლიგიდან.
    პ.ს. ადმინ მადლობა სტატიისთვის.

  • CuleTillIDie
    schedule 29 მაი 2018, 21:13

    ძალიან კარგი სტატიაა. ნუ ჩემი აზრით სუარესი მომავალ სეზონში სასტარტოში უკვე აღარ უნდა იყოს, მართალია 33 გოლი გაიტანა, მაგრამ უნეტესობა დაღეჭილი იყო და ამდენ მომენტსაც რომ არ აფუჭებდეს ბევრად მეტი ექნებოდა. შეტევა ასეთი უნდა იყოს კოუტინიო-გრიზმანი-მესი გრიზმანს დემბელე (სუარესიც) შეცვლის და მესი ცენტრში გადავა დემბელე ფლანგზე. სესაბამისად გვჭირდება კრეატიული ნახევარმცველი, რომელიც პრესინგს გაუძლებს და ბურთს შეტევამდე უპრობლემოდ მიიტანს.

  • mettal
    schedule 29 მაი 2018, 20:45

    ძაან მომეწონა სტატია.ფეხბურთის ცოდნა ჩანს მაღალ დონეზე.სწორედ ასეთ გაურკვევლობაში ვარ მეც იმის შემდეგ რაც გრიზმანის ტრანსფერზეგავიგე.ერთი შეხედვით რთულია ასეთ ფასად ასეთ ფეხბურთელზე უარი თქვა,უმაღლესი დონეა გრიზმანი რომელიც ნებისმიერ გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს,მარა ამის მოყვანა ნიშნავს ნახევარმცველის არმოყვანას და დემბელეს სკამზე დასმას,როცა ბევრად უკეთესია მოიყვანო ნახევარმცველი და დემბელე ათამაშო ძირითადში.მოკლედ ბევრს აღარ ვილაპარაკებ ,სტატიაში ყველაფერია ნათქვამი.უბრალოდ იმედი ვიქონიოთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გამართლებულ ტრანსფერებს გააკეთებენ.

  • vegassi54
    schedule 29 მაი 2018, 19:46

    არავის ჭკუის სწავლებას არ ვუპირებ მაგრამ ამ გუნდში გრიზმანის ადგილს ვერ ვხედავ.
    უნაკლო სტატიაა!!!

  • გიგა ფილაშვილი
    schedule 29 მაი 2018, 19:09

    ბრავო ადმინ უმაგრესი სტატია იყო

  • giorgi sanikidze 2005
    schedule 29 მაი 2018, 18:32

    საღოლ ადმინ მაგარი სტატია იყო

  • Lasha2002
    schedule 29 მაი 2018, 18:13

    Iniestam ro moawera samudamo kontraqts xeli sheedzlo mainc gadasuliyo sxvagan?

  • grizmann
    schedule 29 მაი 2018, 17:26

    კაი ვიდეო რაც ვნახე გრიზმანი ყველას ჯობია მოიყვანონ და ვალვარდეს ოსტატობა იქნება მთავარი

  • messi and iniesta
    schedule 29 მაი 2018, 16:59

    ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ შემდეგ წელს