ხოსეპ გვარდიოლა საკუთარ თავს დასვენების საშუალებას არ აძლევს. გუშინ მან საავადმყოფოს პალატა კაბინეტად მოიწყო.
პალატა ნომერი 712, რომელიც საავადმყოფო ”USP Institut Dexeus”-ის მე-7 სართულზე მდებარეობს გუშინ ღამით გადაიქცა ”ბარსელონას” სამწვრთნელო კაბინეტად. ხოსეპ გვარდიოლა გუშინ ტიტო ვილანოვამ მოინახულა, რომელმაც პეპს გუნდში მომხდარი სიახლეები გააცნო, რათა დღევანდელი მატჩისთვის ერთად მოემზადებინათ გეგმა. თავდაპირველი ინფორმაციით გვარდიოლას საავადმყოფო გუშინ დილით უნდა დაეტოვებინა, თუმცა ექიმების გადაწყვეტილებით ის კიდევ ერთი დღით დატოვეს პალატაში.
ექიმმა ენრიკ კასერესმა გუშინ მოინახულა გვარდიოლა და განაცხადა, რომ მკურნალობა კარგად მიმდინარეობს. დღეს დილით პეპს კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება და თუ ყველაფერი კარგად იქნება ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
გვარდიოლას ავადმყოფობის გამო გუნდის ხელმძღვანელობა ვილანოვას დაევალა. გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ მან წინასამატჩო პრეს-კონფერენცია გამართა. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში წავიდა. ტიტოს პალატაში ექიმი კუგატი დახვდა და სამივე მათგანი საუბრობდა, სანამ პერსონალი მაგიდას აწყობდა. ტიტო ”Dexeus”-ში 2 საათზე მეტ ხანს დარჩა.
მწვრთნელებს კავშირი მობილური ტელეფონით მას შემდეგ ჰქონდათ, რაც ”ბარსელონა” ვალენსიიდან დაბრუნდა და პეპი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველი სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ტიტომ პეპს მიაწოდა ვიქტორ ვალდესის დაბრუნებას შეეხებოდა. პეპმა იცის, რომ ვალდესს დღეს ”სარაგოსას” წინააღმდეგ თამაში შეუძლია. პეპმა ასევე შეიტყო, რომ კარლეს პუიოლმა შესაძლოა დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ სამედიცინო პერსონალისგან მიიღოს თამაშის უფლება. სავარაუდოა, რომ კარლესი მოედანზე რამდენიმე წუთს გაატარებს.
ამგვარად პალატა იქცა კაბინეტად, სადაც მწვრთნელებმა განიხილეს ძირითადი შემადგენლობის ვარიანტები და ტაქტიკური მონახაზები. პეპის სურვილია, რომ ”სარაგოსასთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდეს, თუმცა ექიმები მას ამის უფლებას არ მისცემენ. დღევანდელ ვარჯიშსაც ვილანოვა გაუძღვება და პეპის მატჩზე დასწრება არდასწრების საკითხი მატჩის წინ გადაწყდება.
პეპი ნათესავებმა მოინახულეს, ხოლო როსელი მას ტელეფონით ესაუბრა
ეს დღე ”ბარსას” მწვრთნელისთვის განსხვავებული იყო. ის მოინხულეს მშობლებმა ვალენტიმ და დოლორსმა, ხოლო მეუღლე კრისტინა სერა მთელი დილა მასთან ერთად იმყოფებოდა.
დღის განმავლობაში გვარდიოლამ ბევრი სატელეფონო ზარი მიიღო, თუმცა ყველა მათგანს მან ვერ უპასუხა. ის ესაუბრა პრეზიდენტ როსელს და მის აგენტს, ხოსეპ მარია ორობიგტს.
მხარდაჭერის გზავნილები
პეპ გვარდიოლამ ბევრი გზავნილი მიიღო კულეებისგან. კატალონიურმა SPORT-მა 1500-ზე მეტი მომხმარებელი დაარეგისტრირა, რომლებიც პეპს მხარდაჭერას უცხადებდენ და ჯამრთელობას უსურვებდნენ.



