“ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი, ანდრეს ინიესტა თავის ახალ კლუბ “ვისელ კობესთან” ერთად ახალ გამოწვევებზე საუბრობს.
“აქ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მინდა, “კობესთან” ერთად J-ლიგა მოვიგო და აზიის ჩემპიონიც გავხდე.
კარიერის გაგრძელებისთვის ამ გუნდის არჩევის მიზეზი ის იყო, რომ “კობეს” სამომავლო პროექტმა დამაინტერესა. ისინი მე მენდობიან როგორც ფეხბურთელს და ადამიანს. იაპონიის შესახებ ყველაფერი მომწონს და ვეცდები, აქ ცხოვრებას რაც შეიძლება მალე შევეჩვიო”. – აცხადებს ინიესტა.




წარმატება ინი მჯერა რომ აზიის ლიგას მოიგებ
Gamowveva magattvisaa shenjstana igroki mand ro tamashobs .. tore shentvis eg varjiahic araa
ძალიან არ დამიჩაგრო იაპონელები :დდ