ესპანური “ბარსელონას” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ამჟამად არენდის სახით “მილანშია” განწესებული, კიდევ ერთი მოულოდნელი განცხადება გააკეთა. შვედი თვლის, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და, რომ მას ამ სპორტში ბადალი არ ჰყავს.
“პლანეტის საუკეთესო მოთამაშე ვარ. მე ამას ვგრძნობ და მჯერა. ის, რომ ოქროს ბურთი არასოდეს მომიგია კი არ მიუთითებს ჩემს სისუსტეზე, არამედ უფრო მეხმარება და მანდომებს კარგად და კარგად თამაშს.”
შეგახსენებთ, რომ იტალიაში გასხვისებამდე “იბრაკადაბრამ” კატალონიურ გრანდში 29 შეხვედრა ჩაატარა და 16–ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა. ამ წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან შექმნილი პრობლემების გამო “ბარსას” ხელმძღვანელობას მისი არენდის სახით გაშვება მოუწია (ეს თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება იყო და არა კლუბის).



