workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მაზინიო: “ინტერი” და “ბარსელონა” რაც შეიძლება მალე უნდა შეთანხმდნენ

მაზინიო: “ინტერი” და “ბარსელონა” რაც შეიძლება მალე უნდა შეთანხმდნენ

რაფინია ალკანტარას მამამ და აგენტმა, მაზინიომ TuttoSport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის შვილს “ინტერში” დარჩენა სურს და კარგი იქნება, თუ “ბარსელონა” და მილანური გუნდი ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას დროულად მიაღწევენ. 

“რაფას გადასაწყვეტი არაფერი არაა. მან ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, ახლა კი “ინტერის” ჯერია. “ინტერმა” და “ბარსამ” ფინანსურ მხარეზე უნდა მოილაპარაკონ, თანაც რაც შეიძლება მალე. 

ჩვენ დარჩენა გვინდა, მაგრამ არ ვიცით, რა აქვს გადაწყვეტილი მილანურ გუნდს, მითუმეტეს “ბარსელონას”. ჩვენი აზრი კი, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია. რაფინიამ აჩვენა, რომ იტალიაში ყოფნა სურს. წესით, მისი “ინტერში” დარჩენა მწვრთნელსაც უნდა სურდეს და არც თანხა უნდა იყოს პრობლემა, რადგან ჩემი შვილი განსაკუთრებით დიდ ხელფასს არ იღებს”. – განაცხადა მაზინიომ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Guro messi
    schedule 19 მაი 2018, 11:09
    #2

    გაუშვან რაფაც წარმატებები ინტერში

  • messi and iniesta
    schedule 17 მაი 2018, 21:33
    #1

    მეც ვფიქრობ რომ ინტერში უნდა დარჩეს რაფინია არა იმიტომ რომ ცუდი ფეხბურთელია არამედ იმიტომ რომ სათამაშო პრაკტიკა ნაკლებად ექნება და სკამისთვის ცოდვაა