–კლუბი უკვე 20 თამაშია რაც გასვლ;აზე არ აგებს, ეს “ლა ლიგის” ახალი რეკორდია, ძველი “სოსიედადს” ეკუთვნოდა 1979 / 80 წლებში მიღწეული, რომელიც 19 თამაშს უდრიდა.
– ცამეტიდან 12 გამრაჯვება გასვლაზე, ეს უფრო უკეთესი შედეგია ვიდრე წინა ორ სეზონში.
– გვარდიოლას “ბარსელონამ” შეძლო “ვალენსიას” დამარცხება “მესტალიაზე”, მესამედ უკვე “ვალენსიამ” ვერაფერი გააწყო კატალონიელთა წინააღმდეგ.
– ბოლო სეზონში საუკეთესო შედეგი ქულების მხრივ, 71 ქულა, რაც შარშანდელს 6 – ით აღემატება.
– ბუსკეტსი თავის სტატუსს ამართლებს, იგი გუნდის “თილისმაა”.
– პინტომ ბოლო სამ თამაშში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.
– ვალდესი, ბუსკეტსი, მასკერანო და მესი ზღვარზე არიან ყვითელი ბარათებისა, მათ 4–4 ყვითელი ბარათი აქვთ. აღსანიშნავია, რომ მესის მხოლოდ და მხოლოდ 3 უჩვენეს, მაგრამ ერთი ფედერაციამ იმის გამო დაუმატა, რომ ლეომ გულშემატკივრებს მაისური აჩვენა. (დედის დაბადების დღის მილოცვა)
– ინიესტა კვლავ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ყველა მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.
– მესიმ გუაიტას კარში 7 – ჯერ დაარტყა.
– ბუსკეტსმა და ბანეგამ ყველაზე მეტი ბურთი ჩაჭრეს ანუ აართვეს იგი მეტოქეს.



