ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ბარსელონა” სპორტული დირექტორის პოსტზე ხორდი კრუიფის დანიშვნას გეგმავს, მაგრამ თავად ჰოლანდიელი, რომელიც ამჟამად ისრაელში, თელ-ავივის “მაკაბიში” მუშაობს, აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა.
“ვფიქრობ, ბოლო 12-18 თვეა, რაც ეს ინფორმაცია ვრცელდება. ადრე ჩვენს შორის მოლაპარაკებები იყო, მაგრამ არა კონკრეტულად ამ პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. “ბარსელონა” ჩემს გულთან ახლოსაა, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ ეს არაა საკმარისი. დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ ჭორია”. – ციტირებს კრუიფის სიტყვებს Marca.
რაც ფეხბურთელი იყო ის დირექტორი იქნება ეტყობა ამას ლაპარაკზე.
მემგგონი ყველაზე კაი ვარიანტი ეს არის
ბართო არ ევასება და მასთან მუშაობისათვის გარანტიები და საკუთარი ავტონომია-უფლება უნდა.
მამამისი აბაოდებდა ბარსაზე და ამან კიდე გულთან ახლოს არიო, რა ფიქრი მაგას უნდა მოდი და გააკეთე საქმე შეიტანე შენი წვლილი ბარსას აღმასვლაში