კატალონიურ ვებ – გვერდზე “სპორტზე” “ბარსელონას” მატჩის დასრულების შემდეგ ტარდება გამოკითხვა თუ ვინ იყო საუკეთესო ამა თუ იმ მატჩში. გუშინდელი მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ლეო მესი დაასახელეს, ერთადერთი გოლის პატრონი და უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მომტანი.
ლეო მესიმ 8 ქულა მიიღო. აღსანიშნავია, რომ კარგად გამოიყურებოდნენ მატჩში ადრიანო და აბიდალი. მათაც საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღეს შესაბამისად 6.9 და 6.8. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა ხერარდ პიკეს, ხავიერ მასკერანოს და სერხიო ბუსკეტსის კარგი თამაშიც დააფასეს.


