workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ “ბარსელონამ” დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა 1:0 “მესტალიაზე” “ვალენსიასთან”, გამარჯვების გოლი ლეო მესიმ გაიტანა. გთავაზობთ ფეხბურთელთა კომენტარს მატჩის შემდეგ. 

ვილია 

“ძალიან რთული მატჩი გამოდგა, “ვალენსია” ძლიერი გუნდია, მითუმეტეს სახლში. ძალიან კარგი და დრამატული მატჩი გამოვიდა, რომლის ფინალიც ჩვენი გულშემატკივართათვის მისაღები იყო. ძალიან კარგი შეგრძნებაა ამ სტადიონზე დაბრუნება, თბილად მიმიღეს, რაც მე მახარებს. უკან, რომ ვიხედებოდი ჩემს მეგობრებს და ყოფილ თანაგუნდელებს ვხედავდი. მართალია, “ვალენსია” ჩემს გულში არის, მაგრამ მე მათ წინააღმდეგ უნდა მეთამაშა, სიტუაცია ასე მოითხოვდა. გუნდმა გაიმარჯვა, რაც მე მახარებს”.

ადრიანო 

“ჩვენ ვიცოდით, რომ მატჩი “ვალენსიას” წინააღმდეგ ურთულესი იქნებოდა, საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთვრდა, როგორც ჩვენ გვსურდა”.

ხერარდ პიკე 

“ყველაფერი კანონზომიერად მოხდა. ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა შექმნილი, ამიტომაც გავიმარჯვეთ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო სხვაობა 10 ქულამდე გაზრდილიყო”.

მასკერანო

 “ურთულესი მატჩი იყო, ჩვენ ისეთ გუნდს ვხდებოდით, რომელიც ძალიან ძლიერია და “ლა ლიგაში” ერთ–ერთი საუკეთესო, განსაკუთრებით თავისი გულშემატკივარის თვალწინ. ჩვენ ძალიან დიდ წარმატებათ ვაფასებთ ამ გამრაჯვებას, ჩვენ ნამდვილად ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ეს მატჩი არ იყო უკანასკნელი ჩემპიონატში, კიდევ ძალიან ბევრი რთული მატჩი მოგველის და გამოცდა წარმატებით უნდა ჩავაბაროთ”.

ალვეში

“ჩვენ გავიმარჯვეთ და ავიღთ სამი ქულა, რისთვისაც ვიბრძოდით მთელი მატჩის განმავლობაში. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, საბოლოოდ მაინც გაგვიღიმა ბედმა და მესი შეძლო გამარჯვების გოლის მოტანა. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რაოდენ რთული მატჩი იქნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც ჩვენ გვსურდა. მინდა აღვნიშნო ადრიანოს თამაში, მან რაც მოედანზე დაჰყო უმაღლეს დონეზე ჩაატარა, გუნდისათვის სასარგებლო იყო, როგორც დაცვაში ისე თავდასხმაში”.

ჩავი
“ჩვენ ძალიან კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ, უმნიშვნელოვანეს მატჩში. წინ კიდევ ერთი მატჩია და შემდეგ “ჩემპიონთა ლიგა”. “არსენალთან” მატჩისათვის მაქსიმალურად კარგად უნდა ვიყოთ მზად. ის თამაში უფრო რთული იქნება. არანაირი პრობლემა არ შემქმნია თამაშის დროს, ტრავმის შემდეგ წარმატებულად დავბრუნდი”.

 

რაც შეეხება “ბარსელონას” კონკურენტს “ჩემპიონთა ლიგაზე”, ლონდონის “არსენალმა” გუშინ “ლეიტონი” დაამარცხა ანგარიშით 5:0, გოლები ბენდტნერის (3), შამახის და კლიშესი.

კატალონიელები ვარჯიშს დღესვე განაახლებენ ადგილობრივი დროით 12 საათზე. გუნდი “სარაგოსასთან” მატჩისათვის ემზადება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში