“სევილიას” არგენტინელმა მცველმა, გაბრიელ მერკადომ კოპა დელ რეის ფინალის წინ თავის თანამემამულესთან, ლიონელ მესისთან დაპირისპირების მოლოდინები გაგვიზიარა.
“თუ მესის დავარტყამ, მაშინ არგენტინაში დაბრუნებას ვერ შევძლებ. ჯარიმის აღების გარეშე ლეოს შეჩერება შეუძლებელია. შენ ატარებ მას, მიჰყვები, ის კი თავისი თამაშით სიამოვნებას განაგრძობს.
მესი – საუკეთესოა, ეს არ განიხილება. ის მოედანზე ყველგანაა, გააქვს, ასისტებს აკეთებს…
ჩვენ დაცვაში ბევრი მუშაობა მოგვიწევს, იდეალურად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ჩვენ ტიტულზე ვოცნებობთ და ამას ვერ წაგვართმევენ.” – ციტირებს მერკადოს As.
კოპას ბომბარდირიც და ყველაზე მეტი ასისტის ავტორიც მესი იქნება.აი ნახეთ ლეომ რა ითამაშოს ფინალში
Ukacravad ki var magram zustad unda iyos natargmni.es xom kuana saiti ar aris?
კარგად წაიკითხე რაწერია…ზუსტადაა ნათარგმნი
100%
ამოვიდა ბარსელონა სევილიას ფინალები მარა უნდა ვაღიაროთ მაგარი საყურებელი გამოდის მკიდია მოვიგებთ თუ წავაგებთ უბრალოდ ისე ვითამაშოთ როგორც ფინალს შეესაბამება რომ სიამოვნება მიიღონ ფანებმა
ხოდა არ დაარტყა
იმედია იგივე სცენარი არ იქნება რაც ცოტა ხნის წინ პრემიერაში იყო. კონკრეტულად თავზე რომ დაგვახიეს ბურთი