დღეს კატალონიის “ბარსელონამ” ვარჯიში ჩაატარა. გვარდიოლას გუნდი “მესტალიაზე” გასამართი მატჩისათვის ემზადება. ისინი “ვალენსიას” გამოჯანმრთელებული ჩავი ერნანდესით და დანიელ ალვესით ეწვევიან, რომელსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა. გუნდის განაცხადში კვლავ ვერ მოხვდნენ კარლეს პუიოლი, ვიქტორ ვალდესი და ჯეფრენ სუარესი. ვალენსიაში “ბარსელობა ბ–ს” მეკარე რუბენ მინიო გაემგზავრება, რადგან გასაგები მიზეზების გამო არ იქნება ვალდესი.
დღევანდელ ვარჯიშზე პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი იყო, ჯეფრენის ჩათვლით, რომელიც გამოჯანმრთელების გზაზეა. ასევე პირველ გუნდთან ივარჯიშა ნოლიტომაც. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვარჯიშზე პეპ გვარდიოლა არ იმყოფებოდა, რომელსაც ბოლო 2 კვირაა ზურგის ტკივილი აწუხებს, თუმცა დღეს გაცილებით გაუუარესდა.



