“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა ჟურნალისტებთან ისაუბრა “რეალზე” და “არსენალზე”. ასევე ისაუბრა 1/8 ფინალურ მატჩზე, რომელიც “ბარსელონასა” და “არსენალს” შორის გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ “რეალი” თამაშის დროს ძალიან იღლება განსხვავებით “ბარსელონასგან”.
“ორი მატჩის ჩატარება ძალიან რთულია “არსენალისთვის” ისევე, როგორც “რეალისათვის”. ლონდონელებსაც “რეალის” მსგავსად მატჩის სადავეების ხელში დაჭერა უჭირთ, სწორედ ეს არის სიმპტომი იმისა, რომ ისინი ამ რთული კალენდარის გამო იღლებიან. თანაც აღსანიშნავია, რომ ინგლისში სულ სხვანაირრი სტილია ფეხბურთის თამაშისა, თუკი ესპანეთში პრიორიტეტი მოკლე და კომბინაციური გადაცემებია, “პრემიერ – ლიგაში” ხშირია გრძელი გადაცემები და კროსები, რაც ფეხბურთელს აიძულებსდ აფაროს დიდი დისტანცია” – ციტირებს ჰოლანდიელის სიტყვებს გამოცემა “ას”.



