“რომას” სპორტული დირექტორი, რამონ მონჩი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე საუბრობს, სადაც იტალიელების მეტოქე “ბარსელონა” იქნება.
“მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება. ეს არის პირველი, რაც “ბარსელონასთან” დაპირისპირებისას გაფიქრდება. კატალონიურ გრანდს ნახევარფინალის საგზურის მოპოვების ბევრად მეტი შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის ჩვენც ვიბრძოლებთ. არ უნდა დავივიწყოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ “ბლაუგრანას” ლეო მესი ჰყავს.
ჩვენი დიდი ოცნების რეალობად ქცევა რთული იქნება, მაგრამ ზოგჯერ “რომას” წარმოუდგენელი შედეგის დაფიქსირება შეუძლია. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ წილისყრაში არ გაგვიმართლა, თუმცა ჩვენი ჩამოწერა ჯერ ადრეა.”-ციტირებს მონჩის სიტყვებს Marca.
ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მეც ასე ვფიქრობ რომას ჩამოწერა ჯერ ადრეა
sevilia barsas linki rato ar devs ra xdeba admin???
მართალია ეს კაცი. შანსები მიზერული აქვთ, თუმცა ყველაფერი არის მოსალოდნელი. ვისკა ბარსა!