ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო ლიონელ მესიზე და იმ პერიოდზე საუბრობს, როცა “ბარსელონა” დატოვა.
“წასვლის მიზეზი მარტივია – ამის დრო იყო. მე მსურდა, ჩემი მწვრთნელის, ფრენკ რაიკაარდის კვალს გავყოლოდი, რომელმაც “მილანზე” ბევრი კარგი რამ მითხრა. სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ ეს გუნდი ავირჩიე.
რაც შეეხება მესის, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. პრესაში ყოველთვის სიმართლეს ვერ წაიკითხავთ. ვცდილობდი, მასზე დადებითი ზეგავლენა მომეხდინა, დაახლოებით ისე, როგორც რონალდო აკეთებდა ჩემს მიმართ. ჩვენ ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით და მასთან და მის ოჯახთან ხშირად მქონდა კონტაქტი. მესი მორცხვი იყო, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა. მაშინაც ვიცოდი, რომ ის ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი დადგებოდა”. – აცხადებს რონალდინიო.




მე შენ მირჩევნიხარ
იმენა ჯადოქარი იყო
შენ დრიბლინგდთა მეფე ხარ მესი ფეხხბურთის
ადგილი სადაც, ოდითგანვე ფენომენები თამაშობდნენ და ისტორიას წერენ თავიანთი გენიალური თამაშით. მეამაყება ჩემი კლუბის და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება.
ნამდვილი ფეხბურთელის ეტალონი
ლეგენდა <3