“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, ჟერარ პიკე აცხადებს, რომ “ფურია როხას” მაისურით თამაში სიამოვნებას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რას ამბობენ სხვები.
“შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს წარმოვადგენ. თუ მადრიდულ ტელევიზიას დაუჯერებთ, იქ სხვანაირად საუბრობენ. სინამდვილეში ეს სწორი არ არის.
მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე მილიონობით ადამიანიდან ერთ-ერთი ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ კატალონიელ ხალხს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეს.
ვიყო კატალონიელი – ეს ჩემს სისხლშია, მაგრამ, ამავდროულად მივიჩნევ, რომ ესპანეთთან ერთად მუნდიალის მოგება ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო”. – ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.




პატრიოტი ადამიანია პკე
მსოფლიოს წინ შეარბილა ძმამ პოზიცია. რო არ უსტვინონ ალბათ. ეგრე ჯობია რა. ფეხბურთი ითამაშოს და პოლიტიკა მერე 40 ის ზევით
Sg chemis azrit visac gaukvirdeba fexburti ar esmis