შეუდარებელი ტრიო !

შეუდარებელი ტრიო !

“ბარსელონას” შეტევაში ყველაფერი რიგზე აქვს. გუშინ კატალონიელებმა კიდევ სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს, ეს იყო კატალონიელთათვის 74,75 და 76 ბურთები ესპანეთის ჩემპიონატში.  სულ “ბარსელონას” 25 ტურის განმავლობაში გატანილი აქვს 76 ბურთი და გაშვებული 13, +63 ფანტასტიური შედეგია.
აღსანიშნავია, რომ დღეს – დღეობით შეტევით ფაზაში “ბარსელონას” ვერავინ შეედრება, ვერც შემტევი ფეხბურთლების სარგებლიანობაში. პედრო – მესი – ვილია, ბრწყინვალე ტრიოა, მათ უკვე გაიტანეს 56 ბურთი. ლეო მესი ლიდერია ბომბარდირთა დავაში, მას 26 გოლი აქვს, ვილიას და პედრო კი შესაბამისად 17 და 13 ბურთი. აღსანიშნავია, რომ ამ სამი ფეხბურთელის შედეგიანობა აღემატება “ლა ლიგაში” ყველა გუნდის შედეგიანობას. ანუ ამ სამ ფეხბურთელს უფრო მეტი ბურთი აქვთ საკუთარ ანგარიშზე ვიდრე დანარჩენ გუნდებს, მაგალითად მადრიდის “რეალს” სულ 55 ბურთი აქვს, ხოლო ტრიოს 56.
25 მატჩიდან, მოხდა 3 შემთხვევა, როდესაც ამ სამი ფეხბურთელიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო გოლის გატანა, პირველი იყო “ერკულესი”, შემდეგ “ვალენსია”, რომელშიც თავი ინიესტამ და პუიოლმა იჩინეს და “ატლეტიკი”, სადაც თავი კეიტამ, ჩავიმ და ბუსკეტსმა იჩინეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი