დღეს, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, “ბარსელონა”, ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში, “ბილბაოს” უმასპინძლებს. უმჯობესი იქნება, თუ ასეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ქვემოთ წარმოდგენილ საინტერესო ფაქტებს გაეცნობით:
- “ატლეტიკი” ესპანეთის სამეფო თასიდან სეგუნდა დივიზიონის გუნდმა გააგდო, ხოლო ევროსარბიელზე ბასკთა დამარცხება “მარსელმა” მოახერხა. ლა ლიგაში ჩატარებულ 28 შეხვედრაში “ბილბაომ” მხოლოდ 8 გამარჯვება მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს “კამპ ნოუზე” ცუდ მდგომარეობაში მყოფ ლეგენდარულ კლუბს ვიხილავთ.
- “ბარსელონაში” კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. საშინაო არენაზე მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ (1:0), გუნდი რიგით 25-ე ლა ლიგის ტიტულს მიუახლოვდა. ამასთანავე, ერნესტო ვალვერდეს კოლექტივი სამეფო თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში იმყოფება.
- “ევროპის ლიგიდან” გამოვარდნის შემდეგ, “ატლეტიკი” თავის ძალებს ბოლომდე ეროვნული ჩემპიონატისკენ მიმართავს. ხოსე ზიგანდას კოლექტივს ევროტურნირთა ზონამდე 9 ქულა აშორებს. უკანასკნელ 4 შეხვედრაში მათ ანგარიშზე 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხია.
- ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ტერ შტეგენს “კამპ ნოუზე” მხოლოდ ხუთმა გუნდმა გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში, “ბარსა” საშინაო არენაზე “ბილბაოს” ზედიზედ 3 მატჩია მშრალად ამარცხებს.
- მიზანშეწონილია ყურადღების გამახვილება სრულ მზადყოფნაში მყოფ ფილიპე კოუტინიოზე, რომელსაც უეფას შეზღუდვის გამო ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა არ შეუძლია. “ბარსას” მაისურით ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში ბრაზილიელმა 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
- 4-თვიანი მშრალი სერიის შემდეგ, გასულ კვირას, რაულ გარსიამ დუბლის გაფორმება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ესპანელს “ბარსელონას” კარი კარიერაში 3-ჯერ აქვს აღებული.
- საინტერესოა, რომ ლა ლიგაში გამართულ ბოლო 3 გასვლით მატჩში “ბილბაო” ერთი და იმავე ანგარიშით, 0:2 მარცხდება.
- ბოლოს, ლა ლიგის ფარგლებში გამართულ საშინაო შეხვედრაში “ბარსელონა” 2016 წლის სექტემბერში, “ალავესთან” დამარცხდა.
- ბოლოს, ბასკებმა “კამპ ნოუზე” 2001/02 წლების სეზონში მოიგეს.




მაგარი სტატია არის საღოლ
ბიჭებო თუ იცით პეს 2017 რამე პატცჰი პასები და ეგეთEბი რო იყოს ზედ(ანუ რამდენი პასი აქ გუნდ გაკეთებული თამაშის დროს რო იყოს რა)