ოთხშაბათს, 23 საათსა და 45 წუთზე “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ჩელსის” დაუპირისპირდება. თამაში გამორჩეული იქნება ჟერარ პიკესთვის, რომლისთვისაც ეს მატჩი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირებზე რიგით მე-100 უნდა იყოს.
ჩემპიონთა ლიგაზე პიკეს დებიუტი 2004 წელს, თურქული “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ შედგა, მაშინ, როცა კატალონიელი მცველი ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა.
ამ ტურნირზე ჟერარმა “მანჩესტერის” მაისურით მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა, “ბარსელონასთან” ერთად კი 93 შეხვედრა ჩაატარა. კიდევ 2 მატჩი სუპერ თასზე, 2009/10 და 2015/16 წლების სეზონებში.
მსგავსი მიღწევა ამჟამად აქტიურ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს, მათ შორის ლიონელ მესის და ანდრეს ინიესტას.





პიკემ უნდა გაუტანოს ჩელსთან მაგრამ მესის ჰეთრიკიც მინდა
რა სასტავია არაა ბიჭებო