workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟეფრენი და პუიოლი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ჟეფრენი და პუიოლი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

დღეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. ვარჯიში დილით “სიუდად ესპორტივაზე” განახლდა. გუნდი “მალიორკასთან” თამაშისათვის ემზადება. 

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს ხეფრენი და კარლეს პუიოლი დაუბრუნდნენ, ისინი სტადიონზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ცალკე უფრო შედარებით სუსტი პროგრამით ვარჯიშობდნენ. 

ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ ჩავი ერნანდესი და ვიქტორ ვალდესი, მათ ტრავმები აქვთ და შესაბამისად ვერ ითამაშებენ “მალიორკას” წინააღმდეგ. ვარჯიშზე მეორე გუნდიდან, მონტოია, ტიაგო და მინიო იმყოფებოდნენ. ისინი გაემგზავრებიან “მალიორკაში” სათამაშოდ.

გვარდიოლამ დღეს ასევე დაასახელა განაცხადიც გუნდისა, რომელიც ხვალინდელი თამაშისათვის მოემზადება.

განაცხადი ასე გამოიყურეა:

მეკარეები: პინტო, მინიო

მცველები: პიკე, აბიდალი, მაქსველი, მილიტო, ადრიანო, მონტოია

ნახევარმცველები: ინიესტა, კეიტა, აფელაი, ტიაგო, ბუსკეტსი, მასკერანო

თავდამსხმელები:  მესი, ვილია, პედრო, ბოიანი

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში