“ბარსელონას” ფეხბურთელებს ძალიან კარგად გამოსდით დიდი ხნის მანძილზე ბურთის გორაობა. ზუსტი გადაცემების მხრივ ტოპ ათეულში “ბარსელონას” ფეხბურთელებიდან, თითქმის ყველას აქვს სიზუსტე 90 პროცენტი, მასზე მეტი, ანდაც ცოტა ნაკლები. ვითარება ასეთია. საუკეთესო მეპასე რა თქმა უნდა ჩავიერ ერნანდესი, ეს უდაუო, მისი სიზუსტე 94,28 % – ს შეადგენს. სიზუსტის მიხედვით, ასევე არ მოიკოჭლებს “ბარსელონას” ორი ჩამშლელი ფეხბურთელი ხავიერ მაშერანო და სერხი ბუსკეტსი, მათი პროცენტული მაჩვენებელი შესაბამისად 92,51 % და 92,45 % შეადგენს. ეს სამეეული ზუსტი გადაცემების მხრივ ლიდერობს “ბარსელონაში”. რაც შეეხება შემდეგ პოზიციებს, ასე გამოიყურება: აბიდალი (91,22%), პუიოლი (90,73%), კეიტა (90,46 %), ინიესტა (90,13%), ადრიანო (90,10%), პედრო (90,04%) და მილიტო (89,45%). არგენტინელი ფეხბურთლი ერთადერთია ათეულში ვისი მაჩვენებელიც, 90 % – ზე დაბალია.
რაც შეეხება ლეო მესის, მისი სიზუსტი მაჩვენებელი 84,78 % უდრის.
ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო მეპასეთა ხუთეულში 4 “ბარსელონელია”. იგულისხმევა აქ ზუსტი გადაცემების რაოდენობა. პირველია უდაოდ ჩავი ერნანდესი 2184 ზუსტი გადაცემით, შემდეგ მოდის ინიესტა 1905 გადაცემით, შემდეგ “ვილიარეალის” ფეხბურთელი ბრუნო, რომელსაც 1663 ზუსტი გადაცემა აქვს, ხოლო მე–4 და მე–5 პოზიციებს შესაბამისად დანი ალვესი და სერხი ბუსკეტსი იკავებენ 1632 და 1563 ზუსტი გადაცემებით.



