ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივება სწორ გადაწყვეტილებათ მიიჩნია, იტყობინება AS. ცნობისთვის გვარდიოლამ “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი ერთი წლით, 2012 წლამდე გაახანგრძლივა:
” ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. გვარდიოლა კიდევ გააგრძელებს კარგი საქმის კეთებას,” განაცხადა დელ ბოსკემ.
რაც შეეხება პრიმერას ჩემპიონის ტიტულს, “ფურია როხას” მწვრთნელი აცხადებს: ” ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა გველის ორ გუნდს შორის, რომლებიც ესპანური ფეხბურთის ღირსეული წარმომადგენლები არიან. მათ შემდეგ, სხვა გუნდებიც იბრძოლებენ სხვადასხვა საპრიზო ადგილებისათვის და ესპანური ფეხბურთის ელიტაში შესასვლელად.“
მოგეხსენებათ დელ ბოსკემ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.



