“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი გუნდთან დაკავშირებულ დადებით და უარყოფით მოგონებებს იხსენებს.
“2014 წელს, სადებიუტო მატჩის ჩატარებისას ვღელავდი, მაგრამ ამავდროულად, იმედიან, ამაყ განწყობაზე ვიყავი. ამ ემოციას სიტყვებით ვერ აღვწერ. ეს არის მომენტი, რომლის შესახებ, შვილებსა და შვილიშვილებს მოვუყვები.
“ბარსელონასთან” რამდენიმე ემოციური მომენტი მაკავშირებს და ერთ-ერთი მათგანი ანდალუსიური კლუბის დატოვების შემდეგ, “სევილიას” წინააღმდეგ ჩატარებული დაპირისპირებაა. რაღა თქმა უნდა, 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბერლინში, სადაც “იუვენტუსს” მოვუგეთ. ამ ორ მატჩს გამოვყოფდი.
მაქვს უარყოფითი მოგონებებიც. ბევრმა შეხვედრამ გვატკინა გული, მაგრამ განსაკუთრებით პსჟ-სა და “იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებს გამოვარჩევ. მეტოქეები აშკარად გვჯობდნენ. მსგავსი დაპირისპირებები ესპანეთის ჩემპიონატშიც გვქონია, მაგრამ ეს ნორმალურია. ფეხბურთში ასე ხდება.” – ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Sport.




რაკიტიჩი
ისე ეს ხორვატები მაგარი პსტრიოტები არიან
უმაგრესი პიროვნება
ტრაკეტა ხავი არაა არც ინიესტა მაგრამ ის ფეხბურთელია ვისაც ნახევარდაცვაში ბალანსი შეაქვს 200 მატჩი ბარსელონაში ცოტა არაა თან 4 წელზე ნაკლებ დროში
მე პირადად ძალიან მომწონს რაკიტიჩი
რატომღაც აქ არ აღიარებენ გრიზმანს არადა ტიპი პრაქტიკულად სრულყოფილი ფორვარდია
ანტუან გრიზმანი ბოლო ორ მატჩში – 7 გოლი, 1 საგოლე პასი.

Raketaa