workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა, ყველა დროის საუკეთესო 100–იანი

გვარდიოლა, ყველა დროის საუკეთესო 100–იანი

კატალონიის “ბარსელონა” თავისი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას გარეშე, ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი გუნდი, როგორც ეხლა არის. ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო და არც რეკორდების დამხობას მოერიდა. პეპმა უკვე ლა ლიგაში 100 მატჩი ჩაატარა “ბარსას” მწვრთნელის რანგში.

პრიმერაში ჩატარებულ 100 მატჩში საუკეთესო შედეგები ისტორიაში მიგელ მუნიოზს და იოჰან კრუიფს ჰქონდათ. მათ კი გვარდიოლამ აჯობა.

მიგელ მუნიოზმა 100 მატჩიდან 72 მოიგო, 13 ფრე და 15 მარცხი განიცადა. ლეგენდარულმა კრუიფმა 64 მოიგო, 20 ფრე დაასრულა და 16 წააგო. რაც შეეხება გავრდიოლას მისმა გაწვრთნილმა “ბარსელონამ” 79 მატჩი მოიგო, 14 ფრე ითამაშა და 7 წააგო.

მას შემდეგ რაც პეპმა პირველი გუნდი ჩაიბარა ზუსტად 68 კვირა “ბარსა” იმყოფებოდა ცხრილის პირველ ადგილზე.

გვარდიოლას ერაში “ბარსას” შემადგენლობაში  40 ფეხბურთელს უთამაშია. აქედან 58% კლუბის აღზრდილია. ვალდესმა 96 მატჩი ჩაატარა, ჩავიმ 90 და მესიმ 87.

პეპის მწვრთნელობის დროს გუნდმა 5–დან 5 “ელ კლასიკო” მოიგო. გაიტანა 16 გოლი და მხოლოდ 2 მიიღო საკუთარ კარში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში