workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შანსი ადრიანოს !

შანსი ადრიანოს !

შემდეგი მატჩი “ბარსელონას” “ლა ლიგაში” “მალიორკასთან” აქვს. დანი ალვესმა მე–5 ყვითელი ბარათი მიიღო, ამიტომაც იგი ვერ დაეხმარება გუნდს უახლოეს მატჩში. შანსი ეძლევა ადრიანოს. 

ადრიანო შესაძლოა უნივერსალ ფეხბურთელადაც მივიჩნიოთ, იგი კარგად თამაშობს, როგორც მარჯვენა ფლანგზე ისე მარცხენაზე, როგორც დაცვაში ისე შეტევაში. მას შემდეგ რაც ალვეშმა მე – 5 ყვითელი ბარათი მიიღო გვარდიოლამ განაცხადა: “მართალია, ჩვენთვის ალვეში ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ადრიანო მას ღირსეულად შეცვლის”. 

ადრიანოსათვის ეს თამაში “ლა ლიგაში” მე–9 იქნება. მან 4– ჯერ ძირითადში დაიწყო, ორჯერ დაასრულა ბოლომდე მატჩი, ოთხჯერაც შეცვლაზე იქნა შესული. ხოლო რაც შეეხება თასს, აქ ადრიანო უფრო ხშირად ჩნდება მოედანზე. მეტიც, მან გოლის გატანაც მოახერხა “ალმერიასთან” მატჩში.

ადრიანო “მალიორკას” 4– ჯერ დაუპირისპირდა “სევილიაში” თამაშის დროს. იგი დაუმარცხებელია ლაუდრუპის გუნდის წინააღმდეგ, მან ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში