ყოველი დასრულებული მატჩის შემდეგ კატალონიურ ვებ – გვერდზე “სპორტზე” ტარდება გამოკითხვა თუ ვინ იყო საუკეთესო მოთამაშე ამა თუ იმ მატჩში. გუშინდელი მატჩის შემდეგაც ჩატარდა გამოკითხვა, ამ გამოკითხვის შედეგად საუკეთესოდ ლეო მესი დასახელდა.
ლეო მესიმ 8.2 ქულა მიიღო გულშემატკივარისაგან და შესაბამისად საუკეთესოდაც დასახელდა. მეორე პოზიციაზე ანდრეს ინიესტა გავიდა, რომელმაც 7.7 ქულა მიიღო. რაც შეეხება ხოსე მანუელ პინტოს, მან ბრწყინვალე სეივი განახორციელა მატჩის პირველ ნახევარში, როდესაც მან ლორენტეს თაური დარტყმულისგან იხსნა კარი გაშვებული გოლს, “ბარსელონას” მე –13 ნომერმა 7.2 მიიღო შეფასება გულშემატკივარისაგან.
აღსანიშნავია, რომ თამაშში კარგად ჩაერთო მაქსველი, არც ეს ფაქტი გამოპარვიათ გულშემატკივრებს და თავის მხრივ ბრაზილიელსაც კარგი შეფასება მისცეს.



