workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” და “რეალი” სტადიონების სახელების გადარქმევას გეგმავენ

“ბარსელონა” და “რეალი” სტადიონების სახელების გადარქმევას გეგმავენ

სულ რამდენიმე წუთის წინ კატალონიურმა “სპორტმა” გამოაქვეყნა ძალიან ბევრისათვის სენსაციური ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” აპირებენ სახელები გადაარქვან თავის სტადიონებს. 

მადრიდის “რეალი” გეგმავს კონტრაქტი დადოს “Fly Emirates” – თან და სახელის გარდაქმევის დროს ამ ფირმის სახელიც გამოიყენოს ისე, როგორც ეს “არსენალმა” და “მილანმა გააკეთეს. რაც შეეხება “ბარსელონას”, “ბარსელონამ” მოგეხსენებათ კონტრაქტი დადო “ყატარ ფოუნდიშენთან”. სანდრო როსელი გეგმავს კლუბის სტადიონის გადარქმევისას ეს სახელი გამოიყენოს, ჯერ – ჯერობით არ არის ცნობილი თუ რა ერქმევა სტადიონს და საერთოდ გადაერქმევა თუ არა. თუ გადაერქმევა იმ შემთხევავაში სახელი შეეცვლება ასევე “ბარსელონას” მეორე სტადიონსაც “სპორტ სიტის” იგივე “სიუდად ესპორტივას”.

ეს წესი ევროპაში ძალიან ბევრმა გუნდმა გამოიყენა. მათ შორის “ვოლფსბურგმა”, “ბაიერნმა” და “უიგანმა”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში