ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, “ბარსელონა” “ალავესს” დაუპირისპირდება. წარმოგიდგენთ შეხვედრის სტატისტიკურ პრევიუს.
სავარაუდო შემადგენლობები:

დანაკლისი:
“ბარსელონა” – უსმან დემბელე, ტომას ვერმალენი
“ალავესი” – ექტორ ერნანდესი, ბურგუი, როდრიგო ელი (დისკვალიფიკაცია), ტომას პინა (დისკვალიფიკაცია), მანუ გარსია (საეჭვო).
გუნდების სიახლეები:
– სამხრეთ ამერიკელ ახალწვეულებს, ფილიპე კოუტინიოს და იერი მინას ლა ლიგაში დებიუტი ექნებათ. კოუტინიომ კოპა დელ რეის 1/4 ფინალში, “ესპანიოლთან” უკვე ითამაშა, მინას კი “ბარსელონას” მაისურით მოედანზე ჯერ არცერთი წუთი არ გაუტარებია;
– “ალავესს” დაუბრუნდა რუბენ დუარტე, რომელმაც წინა თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ის მარცხენა მცველია და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ფაქტები:
– “კამპ ნოუზე” ჩატარებულ უკანასკნელ 21 შეხვედრაში “ბარსელონა” მინიმუმ ორ გოლს იტანს;
– 21-დან 17 მატჩში “ბარსამ” ორივე ტაიმი მოიგო;
– ბოლო 6-დან 5 შეხვედრაში კატალონიელებმა კარის მშრალად შენახვა მოახერხეს;
– “ალავესის” ბოლო 10 მატჩში 2-ზე ნაკლები გოლი გავიდა;
– “ბარსელონა”-“ალავესის” დაპირისპირება უკანასკნელი 9-დან 8 შემთხვევაში “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა;
– “კამპ ნოუზე” ამ გუნდების ბოლო შეხვედრა “ალავესმა” მინიმალური სხვაობით, 2-1 მოიგო;
– ბოლო 9-დან 8 მატჩში “ბარსამ” ბასკურ გუნდს 2-ზე მეტი გოლი გაუტანა;
– ეს გუნდები ერთმანეთს 26 აგვისტოს, ლა ლიგის მე-2 ტურში დაუპირისპირდნენ. “მენდისოროსაზე” გამართული მატჩი კატალონიელებმა მეორე ტაიმში მესის დუბლით მოიგეს.




მიდით ბიჭები აბა
სუარეს 4 აქ
არაა უნივერსალზე, ხელბურთის ლაივია თუ რაღაც როვნახე
kaia minimum 3-0
უეჭველი ვანადგურებთ
ეგ მეცც მაინტერესებსს
Ter Stegen, Semedo, Piqué, Rakitic, Sergio, Iniesta, Luis Suárez, Messi, Cillessen, Coutinho, Paulinho, Paco Alcácer, Jordi Alba, Digne, Sergi Roberto, Aleix Vidal, Umtiti Yerry Mina. ბარსას განაცხადი
Biwebo xval barsa alavesi iqneba universalze xo aricit ar gaatarot ra gtxovt
სუას დისკვილიფიკაცია არ აქვს?? ბეტისთან ხი მიიღო მეხუთე ყვითელი
ამ შემადგენლობით რა უნდა მოგვიგოს