”ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა, რომ ”ბარსაში” მსოფლიო დონის ფეხბურთელები თამაშობენ და მათ წინააღმდეგ თამაში მაღალ კლასს მოითხოვს.
” ფეხბურთი არ წყვეტს მიმდინარეობას. ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს რაიმე და ფორტუნა მეორე გუნდის მხარეს გადაიხაროს. ვინც ნახა ”არსენალი” – ”ბარსელონას” პირველი ტაიმი ვერ იფიქრებდა, რომ მეორე ნახევარში სულ სხვა რამეს იხილავდა. მათ თავიდან არ ჰქონდათ იღბალი, მაგრამ შემდეგ ეს იღბალიც მოუვიდათ. იმედია ყველაფერი ჩვენთვისაც ასე იქნება”.
” დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური შედეგი იქნება, თუ გუნდი კოლექტიურად ითამაშებს. თუ შევძლებთ და ვაჩვენებთ მაღალი დონის ფეხბურთს, უმაღლესი დონის გუნდთან შედეგიც დადებითი უნდა იყოს ისევე, როგორც ”არსენალის” შემთხვევაში”.
” თითქოს მესის და ჩავის ფეხზე მაგნიტი აქვთ ბურთს ისე აკონტროლებენ. ასევე მათ ყავთ კაპიტანი, რომელსაც შეუძლია დადებითი მუხტი მთელ გუნდს გადასცეს. კარლესის არ ყოფნა ჩვენთვის დამეტიბითი პლუსი იქნება”. განაცხადა ბილბაოელთა მთავარმა მწვრთნელმა.



