მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ნაპოლიში“ დეულოფეუს ადგილი აღარ რჩება

„ნაპოლიში“ დეულოფეუს ადგილი აღარ რჩება

Sport-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში “ნაპოლი” ამინ იონესის ტრანსფერს დაადასტურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი ჟერარ დეულოფეუს შეძენაზე აღარ იმუშავებს.

დეულოფეუ ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის და იტალიაში დაბრუნებას გეგმავს, სადაც მან “მილანთან” ერთად შთამბეჭდავი ნახევარი სეზონი ჩაატარა. “სან სიროზე” გადაბარგება ესპანელი ფორვარდის პრიორიტეტია, მაგრამ “როსონერის” ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელება არ შეუძლია.

პრეტენდენტია “ინტერიც”, მაგრამ რაფინიას გაფორმების შემდეგ, “ნერაძურის” სატრანსფერო პრიორიტეტი ხავიერ პასტორე გახდა.

ინტერესს გამოხატავს “რომაც”, რომლის სპორტულ დირექტორს, მონჩის დეულოფეუსთან მუშაობის გამოცდილება აქვს. წინადადება მოსალოდნელია, მაგრამ ჯერჯერობით, ჟერარის წასვლის საკითხს სერიოზული სახე არ მიუღია. “კამპ ნოუდან” გადაბარგების კანდიდატი ალეიშ ვიდალიცაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • messi and iniesta
    schedule 26 იან 2018, 17:59

    დეუ უნდა გაგვეშვა

  • jajinio
    schedule 26 იან 2018, 01:28

    ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი 22 წლის ჰავბეკის თამაშით მოხიბლულია და მას ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოყოლებული უთვალთვალებს. ჯერ-ჯერობით არ შეთანხმებულა ორი კლუბი – ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ £90 მილიონ ფუნტს ითხოვენ, "წითლებს" კი ეს თანხა ძალიან ეძვირებათ.

    "მერსისაიდელთა" გარდა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელისადმი ინტერესებს "არსენალი" და "ბარსელონა" გამოხატავენ, მაგრამ Liverpool Echo-ს თქმით თუ ლემარი იანვარში სადმე წავა ეს ქალაქი ლივერპული იქნება.

    გუშინ გვიან ღამით "მონაკოს" ნახევარმცველმა ტომას ლემარმა გუნდის შემადგენლობა დატოვა და ეს ტრავმით არ ყოფილა განპირობებული. ფეხბურთელმა იმავე დღეს "ლივერპულთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედიის მთელი დასი იუწყება.

  • achi del barça
    schedule 26 იან 2018, 00:49

    ციტატა: lesane C

    ციტატა: BARCELONA(iniesta)
    ერთი გამაგებინეთ დეუ თუ აღარ უნდა ვალოს,დემბოს სუას მესის ვინ შეცვლის ხოლმე? P.S პაკო არ ითვლება


    და მაგათ მაგივარად სად უნდა ითამაშოს? 4-4-2 ტაქტიკაში ვაბშე არ ჯდება და ისეც შეტევაში ძაან ბევრი ხალხი გვყავს და ამისთვისვე აჯობებს თუ წავა,თორე იჯდეს სკამზე ჩვენ რას გვიშლის


    ვინ გვყავს შეტევაში ძაან ბევრი ხალხი ხო ვერ მეტყვი ელემენტარული გარღვევა ვისაც შეუძლია?
    ზამენის ხალხიდან ერთადერთი დეუ იყო ისეთი კაცი ვინც მხოლოდ უკან პასს არ აკეთებდა. ვიდალი ვერ ბედავს გაქცევას არადა შეუძლია, დენის სუარესი დგება ხოლმე და ქათამივით დარბის, დემბელე როდის ჩადგება ფორმაში არავინ იცის და იგივეა კოუტინიოზეც. პაკო არ ითვლება ეგ ძალით ცენტრფორვარდი.

  • cezo45
    schedule 26 იან 2018, 00:21

    ხოდა დარჩეს დეულოფეუ ბარსაში წინ დიდი სეზონია და გამოგვადგება..

  • Don_Andresito
    schedule 25 იან 2018, 22:44

    ციტატა: BARCELONA(iniesta)
    ერთი გამაგებინეთ დეუ თუ აღარ უნდა ვალოს,დემბოს სუას მესის ვინ შეცვლის ხოლმე? P.S პაკო არ ითვლება


    ნუ პაკო სუას შეცვლის მარა ფლანგებზე ხო გვინდა ვინმე. ვიდალს განიხილავს მარჯვენა ვინგერად მარა წავა ალბათ ვიდალი. მარცნივ კოუმაც ითამაშოს შეიძლება მარა დეუ გუნდში იმიტომაა კარგი რო ხანდახან შემოვა ორივე ფლანგზე. პროსტა ეგაა რო სკამისთვის არ დარჩება თორე ჩემი აზრით ზამენისთვის კარგია. და თუ კაპიკები გადაიხადეს ან ისევ იჯარაზე დაგვიწყეს ჩალიჩი დაახვევინონ ყველას.

  • BARCELONA(iniesta)
    schedule 25 იან 2018, 22:03

    ერთი გამაგებინეთ დეუ თუ აღარ უნდა ვალოს,დემბოს სუას მესის ვინ შეცვლის ხოლმე? P.S პაკო არ ითვლება

  • Giorgi1
    schedule 25 იან 2018, 21:19

    თუ მაგის გაშვება გადაწყვეტილია ლალიგაში უნდა დავტოვოთ რო ადაპტაცია გაიაროს და შეეჩვიოს ესპანურ სტილს