“ტოტენჰემის” ცენტრალური მცველი, დევინსონ სანჩესი Marca-სთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ “ბარსელონამ” მის მიმართ ინტერესი გამოხატა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მან კოლუმბიურ “ატლეტიკო ნასიონალთან” ერთად კოპა ლიბერტადორესის თასი მოიგო.
“ბარსელონასგან” შემოთავაზება ნამდვილად მქონდა. შეთანხმების მიღწევას არაფერი აკლდა, მაგრამ სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ, სამომავლო მდგომარეობაზეც უნდა დაფიქრდე. თუ კატალონიაში გადავიდოდი, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის შემდეგ სარეზერვო გუნდში მომიწევდა თამაში.
საკმაოდ თავდაჯერებული ვარ და მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ძირითად გუნდშიც აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ამ ასაკში სათამაშო პრაქტიკა უფრო მაღალ დონეზე მჭირდებოდა. ამიტომაც ავირჩიე “აიაქსი” და არა “ბარსა”. – განაცხადა სანჩესმა, რომელიც “აიაქსში” გადასვლისას, ანუ 2016 წელს, 20 წლის იყო. ჰოლანდიაში მან ერთი სეზონი გაატარა, შემდეგ კი ლონდონურ კლუბს შეუერთდა.




😀 ნაგავსაყრელზე ააწყეე?
ეს მააგარი ფეეხხბურრთელია;ჩემი 11ტეულსი შემყავს მეკაარრე სტეგენი პიკედ.სანჩეზი ალბა რროჯო ინიესტა ნაინნგოლანი იოოზილი მესი ა.სანჩეზზი ობამეიანგი როგორ მოგწონთ ძმმებო
ესეც მაგარია მარა დე ლიხტი მირჩევნია ჯერ 18 წლისაა და რა დონეა უკვე.
რა სარეზერვო გუნდში ეს ვერაა ხო
ესეც ჩემი 1300 კომენტარი BARCAMANIA-ზე