მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ივან რაკიტიჩი: სეზონის გადამწყვეტი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა

ივან რაკიტიჩი: სეზონის გადამწყვეტი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა

“რეალ ბეტისთან” გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” ლა ლიგაში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა, მაგრამ ერნესტო ვალვერდეს მსგავსად, არც ივან რაკიტიჩი ფიქრობს, რომ ტურნირმა აზრი დაკარგა.

“გასახდელში იმაზე არ ვლაპარაკობთ, თუ როგორი მდგომარეობაა სატურნირო ცხრილში. ყველა თამაშს თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებთ. თავიდანვე ვიცოდით, რომ “ბეტისთან” ადვილი მატჩი არ გველოდა. ჩვენი მეტოქე პრესინგს და ბურთის ართმევას ცდილობდა, მაგრამ ვიბრძოლეთ, სწორი ტაქტიკა შევარჩიეთ და შედეგს მივაღწიეთ. 

ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. სეზონის გადამწყვეტი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა, ჯერ არცერთი ტიტული არ მოგვიგია და ამის გასაკეთებლად, კიდევ გვჭირდება გამარჯვებები. ხვალიდან კონცენტრირება კოპა დელ რეის განმეორებით მატჩზე უნდა მოვახდინოთ”. – აცხადებს რაკიტიჩი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 22 იან 2018, 17:40

    ამან ნეტა ფორმა არ დაკარგოს, გუშინ შეუდარებელი იყო განსაკუთრებთ ართმევაში, საიდან გამოუძვრებოდა ხოლმე და აწერდა ბურთს, გამაგიჟა.

  • davidus2020
    schedule 22 იან 2018, 12:45

    რაკეტა გუშინ ძალიან მაგარი იყო, რაკეტა გარკვეული დონი ქვემოთ არ ჩამოდის,ძალიან სტაბილურია,ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის საჭიროა გუნდში,შავი სამუშაოების შესასრულებლად,ვალოდია იმიტო აფასებს რაკეტას.

  • Leo22
    schedule 22 იან 2018, 10:40

    ეს ის მძორი არააა გუნდიდან რო აგდებდნენ და თავისი შესაძლებლობები ამოწურული რომ აქვს?? დდდდდდდ
    ვინც არ უნდა მოიყვანონ სანამ რაკეტა გუნდშია ყოველთვის წამყვანი ფეხბურთელი იქნება.