workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი უკან 50 მილიონად?

სესკი უკან 50 მილიონად?

დღეს იტალიურმა ”La Gazzetta dello Sport”–მა განაცხადა, რომ ფაბრეგასის უკან, კატალონიაში დაბრუნება გარდაუვალია. როგორც აპენინური, ასევე ბრიტანული პრესა იუწყება, რომ ”ბარსელოანმ” უკვე მიაღწია შეთანხმებას სესკთან დაკავშირებით და მომავალ ზაფხულს იგი ”ბლაუგრანას” მაისურს მოირგებს. სატრანსფერო თანხად კი 50 მილიონი ევრო სახელდება.
გარდა ამ ყველაფრისა აღინიშნება, რომ თვითონ ფაბრეგასიც თანახმაა ”ბარსაში” დაბრუნებასთან დაკავშირებით. ასვე ისმის ერთი ჭორი, რომ პეპმა მარკესი გასულ ზაფხულს იმიტომ გაუშვა, რომ ესპანელი ფეხბურთელისთვის 4 ნომრიანი მაისური გათავისუფლებულიყო.
‘La Gazzetta dello Sport–ი’ ასვე იტყობინება, რომ ამ საქმეში მადრიდის ”რეალიც” ერევა და ლონდონელებს 64 მილიონ ევროს და ტრანსფერში ბენზემას ჩართვას სთავაზობს, მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის გამოიცხულია, რადგან ”ბარსამ” თითქმის დაასრულა ”არსენალთან” მოლაპარაკება და ასევე სესკის ფაქტორიც. ის ხომ სულით კატალონიელია…
იტალიურმა გამოცემამ ფაბრეგასს ”არსენალში” უკვე მოუძებნა შემცვლელი, ეს გახლავთ ბელგიის ნაკრებისა და ”ლილის” შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი. უკვე ძალიან ბევრი იწერება ამ საკითხთან დაკავშირებით და მართლაც მოსალოდნელია ახლა ”ბარსას” წინააღმდეგ მორბენალი სესკი მომავალ წელს ლურჯ–ბროწეულისფერ მაისურში ვიხილოთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში