ესპანეთის თასზე “ბარსელონას” მომავალი მეტოქის, “ესპანიოლის” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე “ბლაუგრანას” ლიდერ ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“სულ რამდენიმე სპორტსმენი არსებობს, რომელთა თამაშისთვისაც სავარძელში მოვკალათებულვარ და მიყურებია. ასეთები არიან მარადონა, მაიკლ ჯორდანი, რონალდო 15 წლის წინ და მესი. მესი ყველა დროის საუკეთესოა.
არ ვფიქრობ, რომ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი, შეიძლება, ვინმე იყოს. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მას მხოლოდ ტოპ 10-ეულში თუ შევიყვანდი”. – განაცხადა კიკემ.
მიუხედავათ თბილი და ტკბილი სიტყვებისა ხვალე მაინც გაიძუყნებით
ხომ არ იცით ფიფა როდის ასახელებს წლის საუკეთესო ფეხბურთელს? იანვრის დასაწყისში არ უნდა ყოფილიყო? თუ იყო უკვე?
კრისტალი იბაზრა