რამდენიმე საათის წინ გაირკვა, რომ ესპანეთის თასის 1/4 ფინალში “ბარსელონას” მეტოქე “ესპანიოლი” იქნება. მოსალოდნელ დაპირისპირებაზე კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე საუბრობს.
“დერბი ყოველთვის გამორჩეული, მიმზიდველი და სანახაობრივი მატჩია. თანაც, გუნდებს მოგების მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი აქვთ. გამარჯვებულისთვის კი შესანიშნავი ჯილდოა – შემდეგი ეტაპის, ნახევარფინალის საგზური.
“ესპანიოლს” განსაკუთრებული სეზონი ნამდვილად არ აქვს, მათ რთული მატჩების ჩატარებაც მოუხდათ, მაგრამ კოპა დელ რეი სხვა ტურნირია და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მდგომარეობას აქ დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებთ”. – ამბობს ვალვერდე.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური დერბი მიმდინარე სეზონში უკვე შედგა. პრიმერა დივიზიონის მე-3 ტურში ვალვერდეს შეგირდებმა “ესპანიოლი” დიდი ანგარიშით, 5-0 დაამარცეს.




ცენტრალური ფორვარდის დამატება გვჭირდება.
ჩინელები "ბარსას" მესის სანაცვლოდ 1 მილიარდს სთავაზობდნენ ჩინური გუნდები რომ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობენ, ეს ამბავი არახალია. დღეს კი ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა კატალონიის "ბარსელონას" ლეო მესის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 1 მილიარდი ევრო შესთავაზა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ფაქტი 2016 წლის ზაფხულში დაფიქსირდა. თუმცა, აზიელებმა როგორც ფეხბურთელისგან, ასევე კლუბისგანაც უარი მიიღეს.