– ჩავიმ გუშინ ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე 117 პასია, რაც ერთად, ცესკის (38), ვილშირისა (42) და ნასრის (36) მიერ გაკეთებულ გადაცემებზე მეტია.
– მესამოცე წუთისთვის კატალონიელ ფეხბურთელებს 412 პასი ქონდათ გაკეთებული, ხოლო ლონდონელებს მხოლოდ 203.
– “ბარსას” ბურთის ფლობას 63%–ს შეადგენდა.
– გუშინ ლონდონელებმა ჩვევას არ უღალატეს და “ემირატებზე” უცხოურ კლუბთან არ დამარცხებულან. “არსენალს” ამ სტადიონზე უცხოურ კლუბთან მარცხი ჯერ არ განუცდია.
– გუშინდელი შემადგენლობიდან, მხოლოდ ვალდესი და ინიესტა არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც 2006 წლის ფინალში მიიღეს მონაწილეობა.
– ვილიამ ევრო ტურნირებზე თავისი მეთერთმეტე გოლი გაიტანა. ეს შეხვედრა მისთვის ორმოცდამეათე გახლდათ.
– ლეო მესი ინგლისში გოლს კვლავ ვერ იტანს. თუმცა ყურადღება იმაზეც უნდა გავამახვილოთ, რომ ამაში მას გვერდითა არბიტრებიც ეხმარებიან.
– ხერარდ პიკე ერთადერთი ფებურთელი იყო, რომელსაც შემდეგ მატჩის გამოტოვება, ყვითელი ბარათის გამო ემოქრებუდა. მან არ დააყოვნა და 58–ე წუთზე არბიტრს ბარათიც გამოტყუა და ამის გამო 8 მარტის დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს.



