workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, ვიდრე შარშან”

გვარდიოლა: ”უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, ვიდრე შარშან”

ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

”ეს იყო ფანტასტიკური თამაში, სადაც ორივე გუნდს უამრავი მომენტი შეექმნა. ”არსენალი” კარგი გუნდია, მდგრადი, ძლიერი. მოედანზე კონტროლი ჩვენ გვქონდა დაწესებული და ასე თუ ისე, ვაკონტროლებდით თამაშს. დასანანია, რომ დავმარცხდით, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ ხდება. ჩვენ ვიცოდით, თუ რა ძალა აქვს ”არსენალს” და რამდენად კარგად შეუძლია კონტრ-შეტევების წარმოება. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ჩემპიონთა ლიგაში და კარგად ვაანალიზებთ, თუ რამდენად კარგი გუნდები გვიწევენ მეტოქეობას.

წელს უფრო მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე შარშან, ამავე მოედანზე. მაგრამ ”არსენალი” კარგად ახორციელებს პრესინგს და ეძებს თავისუფალ სივრცეებს. არსენალი” იძლევა მაგალითს, რომელსაც უნდა მიბაძო. ვფიქრობ, რომ დღეს დამსახურებულად ვიბრძოლეთ და ვითამაშეთ სხვა გასვლით მატჩებთან შედარებით უკეთესად. მაგალითად, ვიდრე ”შტუდგარდისა” და ”ლიონის” წინააღმდეგ.

ახლა უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გავწევთ წინააღმდეგობას ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. მე უკიდეგანოდ მწამს ჩემი ფეხბურთელების, ასე რომ, ვნახოთ როგორ გავართმევთ თავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა გასვლით მატჩში და ეს შევძელით. საპასუხო შეხვედრას დიკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ხერარდ პიკე. იმედს ვიტოვებ, რომ კარლეს პუიოლი მოიშუშებს ტრავმას”.- გვარდიოლას სიტყვებს ციტირებს ”უეფას” ოფიციალური ვებ-გვერდი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში