მოწინააღმდეგის(“არსენალი”) სუსტი და ძლიერი მხარეები “ბარსელონამ” ალბათ ყველაზე კარგად იცის ამჟამად. პეპი ამაზე ნამდვილად იზრუნებდა. მინდა წარმოგიდგინოთ “არსენალის” ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მხარე, ამ სეზონის ბომბარდირი და გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა რობინ ვან პერსი.
რობინ ვან პერსიმ თავიდან თამაში როგორც ვინგერად ისე დაიწყო. მაგრამ შემდეგ ტიპიური 9 ნომერი გახდა, როგორც არგენტინელი მეგავარსვკლავი ლეო მესი. ვან პერსი ბრწყინვალე ფორმაშია, მან ბოლო თვეში 9 გოლის გატანა მოახერხა “პრემიერ – ლიგაში”. ეს მართლაც, რომ საოცარი შედეგია. ჰოლანდიელს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ტრავმები, მაგრამ ეს ტრავმები რობინს ახლა უკვე უკან დარჩა და ამჟამად იგი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. “მეთოფეთა” გულშემატკივრებს დღეს სწორედ ყველაზე მეტად რობინის ეიმედებათ. მაგრამ რა იქნებოდა რობინი რომ არა ფაბრეგასი ? კატალონიელი ფეხბურთელი ბრწყინვალედ უწყობს და უგებს მას თამაშის დროს. უმეტესობა გოლი სწორედ ასე გაიტანა ვან პერსიმ, ფაბრეგასის პასი და ჰოლანდიელის უბადლო შესრულება.
ვან პერსის “ბარსელონას” წინააღმდეგ დებიუტი აქვს, მას არ უთამაშია “ბლაუგრანას” წინააღმდეგ. 2006 წელს პარიზის ფინალში ვენგერმა იგი სათადარიგოთა შორის დატოვა მთელი მატჩის განმავლობაში , ხოლო შარშან მან ტრავმის გამო ვერ მოახერხა თამაში.
დღეს “არსენალის” მთავარი იმედის დებიუტი შედგება “ბარსელონას” წინააღმდეგ.



